ოზურგეთის მერის მოადგილე სოფო რამიშვილი თანამდებობიდან გადადგა.
მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას.
ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მარტივი არ ყოფილა. ამ პერიოდში შესაძლებლობა მქონდა მემუშავა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი პატივი იყო.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს – ჩემთვის დიდი პატივი და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო მასთან ერთად მუშაობა. მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა ადამიანთან, რომლისთვისაც სამართლიანობა, ღირსება, პასუხისმგებლობა და თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა ყოველთვის უმთავრესი იყო.
მადლობა ჩემს კოლეგებს, მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს — მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და გულწრფელი ემოციებისთვის, რასაც დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდით“ _წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფო რამიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სტატიები

  • 70
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
  • 70
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 69
    ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობას ტოვებსარჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში. წერს: „მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა…
  • 66
    ურბანული ქაოსის აღსაკვეთადდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…
  • 64
    26 მაისს,ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება. ავტობუსები 26 მაისს დილიდან 20:00 საათამდე იმოძრავებს და მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს.