ოზურგეთის მერის მოადგილე სოფო რამიშვილი თანამდებობიდან გადადგა.
მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას.
ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მარტივი არ ყოფილა. ამ პერიოდში შესაძლებლობა მქონდა მემუშავა ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი პატივი იყო.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს – ჩემთვის დიდი პატივი და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო მასთან ერთად მუშაობა. მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა ადამიანთან, რომლისთვისაც სამართლიანობა, ღირსება, პასუხისმგებლობა და თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვა ყოველთვის უმთავრესი იყო.
მადლობა ჩემს კოლეგებს, მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს — მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და გულწრფელი ემოციებისთვის, რასაც დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდით“ _წერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფო რამიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სტატიები

  • 71
    დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართადღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო…
  • 70
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 70
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
  • 69
    ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობას ტოვებსარჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ არჩილ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში. წერს: „მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა…
  • 67
    მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი განცხადებას ავრცელებსოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ბექა ჩხიკვიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებას ის თავის ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს. „ძვირფასო ოზურგეთელებო, გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს! მინდა გაცნობოთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა. გასული პერიოდი ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, დაუღალავი შრომა და, ამავდროულად, უზარმაზარი გამოცდილება იყო. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიურად ვცდილობდი,…