ოზურგეთის მერის, პაატა კუნჭულიას გადადგომის შემდეგ თანამდებობები დატოვეს მერიის რამდენიმე მაღალჩინოსანმა.
გავრცელებული ინფორმაციით გადადგომის შესახებ განცხადებები დაწერეს მერის მოადგილეებმა, სოფო რამიშვილმა და გურამ გოლიაძემ. (სოფო რამიშვილმა ამის შესახებ განცხადება თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა).
გადადგომის შესახებ განცხადება არ დაუწერია მერის პირველ მოადგილეს, ბექა ჩხიკვიშვილს. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით იგი შეიძლება მოგვიანებით გადადგეს.
გავრცელებული ინფორმაციით მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ და მისმა მეუღლემ ლანა თოდუამ, რიმელიც ა(ა) იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრს ხელმძღვანელობდა თანამდებობები უკვე დატოვეს  და თანამშრომლებს დაემშვიდობნენ.
„პირველების“ ინფორმაციით, სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა მერის პროტოკოლმა ნატა დოლიძემაც .
თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მუნიციპალიტეტის მართვა კანონით დადგენილ სპეციალურ პროცედურულ ჩარჩოში გადადის.

კანონმდებლობის მიხედვით, ამ ეტაპზე მერის მოვალეობას პირველი მოადგილე შეასრულებს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას რიგგარეშე არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე და ახალი მერის მიერ უფლებამოსილების შესრულებამდე გაუძღვება. კანონმდებლობის მიხედვით, მერის გადადგომის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ეცნობება, რის შემდეგაც იწყება მზადება რიგგარეშე არჩევნებისთვის. რაც შეეხება არჩევნების თარიღს, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ მერს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს მერის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის არჩევნები ოზურგეთში 2027 წლის აპრილში ჩაინიშნება.

მსგავსი სტატიები

  • 77
    ურბანული ქაოსის აღსაკვეთადდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…
  • 75
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
  • 75
    ქობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებსობულეთის მერის მოვალეობას ირაკლი ცეცხლაძე შეასრულებს. როგორც ცნობილია, ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მერის პირველი მოადგილე და ვიცე-მერია. ცნობისთვის, ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ თანამდებობდა 14 მაისს დატოვა, მან გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა.
  • 74
    სად უნდა განთავსდეს სააგიტაციო მასალადღეს,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების საკითხი განიხილა. განსახილველი საკითხის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ წარმოადგინა. სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა იკრძალება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალური ორგანოების, პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სააგიტაციო მასალები…
  • 74
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიესდღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)…