საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ისნის რაიონის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა, მათ შორის თბილისის # 103 სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგზარდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებას ემსახურება.

არჩილ ჩხაიძე 1978 წლიდან განათლების სისტემაში მუშაობს. იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის რვაწლიანი სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, 1979-82 წლებში ქვედა ბახვის სკოლის დირექტორის მოადგილე; შემდეგ _ჯუმათის საშუალო სკოლის დირექტორი; 1985-1993 წლებში ჯერ ლაითურის, შემდეგ სოფ. ოზურგეთის საშუალო სკოლის დირექტორი იყო; 1993-1998 წლებში ტელეკომპანია „გურიას“ დირექტორი.

არჩილ ჩხაიძე 1998 წელს ქ. თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და დაინიშნა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის სკოლათმცოდნეობის ლაბორატორიის გამგედ; შემდეგ იგი იყო თბილისის ##46,107, 185 სკოლების დირექტორი. 2014 წლიდან წარმატებით უძღვება თბილისის 103-ე საჯარო სკოლას.

2025 წლის თებერვალში, დუბაიში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტზე, თბილისის103-ე საჯარო სკოლის დირექტორს არჩილ ჩხაიძეს წლის საუკეთესო დირექტორის ჯილდო  გადაეცა.

2025 წლის ნოემბრის ბოლოს, ინდოეთის დედაქალაქ დელიში გლობალური მასწავლებლების და სკოლის დირექტორების დაჯილდოვება გაიმართა. დაჯილდოებულთა შორისა თბილისის 103-ე საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე. (იხ. ლინკი https://alion.ge/2025/12/20332/)

მსგავსი სტატიები

  • 76
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 75
    ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენსახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან თამარ მახარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და…
  • 73
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
  • 73
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.…
  • 73
    თბილისის 103-ე საჯარო სკოლის დირექტორს არჩილ ჩხაიძეს დელიში გლობალური სკოლის დირექტორის ჯილდო გადაეცაინდოეთის დედაქალაქ დელიში გლობალური მასწავლებლების და სკოლის დირექტორების დაჯილდოვება გაიმართა. დაჯილდოებულთა შორისა თბილისის 103-ე საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე, რომელსაც ჯილდო საქართველოს ელჩმა ინდოეთში ვახტანგ ჯაოშვილმა და საელჩოს ვიცე-კონსულმა, სერგი ბოლქვაძემ გადასცა. სერგი ბოლქვაძე წარმოშობით ოზურგეთელია. ვულოცავთ ბატონ არჩილ ჩხაიძეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას _გლობალურ დონეზე აღიარებასა და  პროფესიული შრომის დაფასებას.…