ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში უნგრეთის ეროვნულ გუნდს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
„პუშკაშ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში რამაზ სვანაძემ წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა – გიორგი ქოჩორაშვილის ნაცვლად მოედანზე ირაკლი ეგოიანი შეიყვანა.
დასაწყისში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ტაბლოზე 35-ე წუთზე ასახეს. უნგრელებმა მოედნის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილის გადაცემა ჩაჭრეს და კონტრშეტევა მარჯვენა ფლანგზე წამოიწყეს, საჯარიმოში კი მცველებს მილოშ კერკეზმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
საქართველოს ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდა. 39-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა, დამატებაზე კი ხვიჩა კვარაცხელიას მცველები გადაეფარნენ და მასპინძლები გადარჩნენ. ორიოდე წუთში კი ფლანგური გადაცემის დაგვირგვინებას ისევ მიქაუტაძე შეეცადა და მიზანს ააცილა.
მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ უპირატესობას მალე ისევ მასპინძლები დაეუფლნენ და სობოსლაის, შაფერისა და ბარანის შეტევების შემდეგ, უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ჩვენმა გუნდმა ბოლოსკენ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ სისწრაფე და იმპროვიზაცია აშკარად არ გვყოფნიდა.
საბოლოოდ მძიმე სურათი მივიღეთ – საქართველოს ნაკრები 3 ტურის შემდეგ ერთი ქულით ადგილზეა და ჯერჯეროობით, გოლიც არ აქვს გატანილი.
შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 5 ოქტომბერს სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს.
მსგავსი სტატიები
- 88
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 84ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა. ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი - 2. მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად…
- 84ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. მას შემდეგ, რაც უმოტივაციო ნიდერლანდებმა შვედეთს 3:0 მოუგო, ჩვენს გუნდს პლეი-ოფში გასვლის შესაძლებლობა გაუჩნდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების…
- 84ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 82
გურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…