ინდოეთის ქალაქ საირანგში მშენებარე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა. უბედურ შემთხვევას მინიმუმ 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც, რომელთა სამძებრო სამუშაოებიც ჯერ კიდევ გრძელდება. შემთხვევის დროს სულ 40 მუშა იმყოფებოდა ადგილზე, იტყობინება ადგილობრივი მედია. მაშველებმა ჯერჯერობით მხოლოდ 3 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
ინციდენტის მიზეზს სამართალდამცავები იძიებენ. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ოფისმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც იტყობინებიან, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ყოველ ღონეს იხმარენ. დაღუპულთა უახლოეს ნათესავებს კი მთავრობა 200 000 რუპიას (დაახლ. $2 400) ჰპირდება.
საირანგის 51 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო და მისი დასრულება დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. ინდოეთში ამგვარი უბედური შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს.
შარშან ოქტომბერში, ინდოეთის დასავლეთით მდებარე შტატ გუჯარათში,მაჩხუს კაშხალზე 140 წლის წინ აგებული ფეხით მოსიარულეთა დაკიდული ხიდის ჩამონგრევას 141 ადამიანი ემსხვერპლა. ხიდი ამ ინციდენტამდე ორი წლით ადრე გაარემონტეს.
2018 წელს, ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ კოლკატაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, რომელსაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.
მსგავსი სტატიები
- 64ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის და რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდება, თუმცა, როგორც მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ მორიგი მძლავრი ბიძგების განმეორების ალბათობა ნაკლებია. ამასთან, მისი განმარტებით, გუშინდელი მიწისძვრის შემდეგ დაახლოებით 6-7 განმეორებითი ბიძგი, ე.წ. აფთერშოკი დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე ძლიერი 4,5 მაგნიტუდის…
- 64სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: 00:04 / 07-01-2022 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ეპისტოლე: "აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“ (მთ.1,23; ეს.7,14) დგება…
- 62საბერძნეთში მომხდარი მასშტაბური ავარიისას დაღუპულთა რიცხვი 40 - მდე გაიზარდა. სამართალდამცავებმა დააკავეს რკინიგზის სადგურის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება. ამის შესახებ ambebi.ge წერს. 59 წლის მამაკაცი, რომელიც სიგნალიზაციის გამართულ მუშაობაზე იყო პასუხისმგებელი, ბრალდებას უარყოფს. გამომძიებლები ახლა ცდილობენ დაადგინონ, როგორ აღმოჩნდა ორი მატარებელი ერთდროულად ერთსა და იმავე ლიანდაგზე.…
- 62ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია "ორევასთან" - ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი. შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი…
- 62საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს. „დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები…