ჭოლა კუკულაძე – ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე, ოფორტისტი, ილუსტრატორი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე 1955-1975 წლებში. იგი დაიბადა და გაიზარდა ლანჩხუთში და სულითხორცამდე ლანჩხუთელად დარჩა სიცოცხლის ბოლომდე.
ჭოლა კუკულაძე ფერწერულ ტილოებთან ერთად თანაბარი სითბოთი ქმნიდა ქართველი და აფხაზი პოეტებისა და მწერლების პორტრეტებს, აქანდაკებდა ცნობილ ადამიანებს, აფორმებდა წიგნებს და თეატრალური ესკიზებით ამშვენებდა თეატრის სპექტაკლებს, სხვადასხვა ქალაქებში ქმნიდა ვრცელ პანოებს.
მისი ფერწერული ტილოები არაერთხელ გამოიფინა თბილისში, მოსკოვში, კიევში, სანტ-პეტერბურგში, მინსკში, პრაღაში. მხატვრის ფერწერული ტილოები ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გალერიის ფერწერის ფონდში, ხოლო ნამუშევრების უმეტესობა სოხუმშია დარჩენილი მის სახლში.
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ჭოლა კუკულაძის პირადი არქივი და მისი ქმნილება ,,გურული ფირალის“ ქანდაკება, რომელიც მან 60-იან წლებში საჩუქრად გადმოსცა ქალაქს. ერთი წლის განმავლობაში ჩვენს მუზეუმში ექსპონირებული იყო მისი ნამუშევრები, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
კაცი-ლეგენდა, ასე ახასიათებდა ცნობილი მოქანდაკე თეიმურაზ ჭყონია ჭოლა კუკულაძეს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ჭოლა გახდა ბელორუსიის პარტიზანული ბრძოლების გმირი. შემდეგ აირჩიეს ბელორუსიის საპატიო მოქალაქედ. მიუხედავად დატვირთული შემოქმედებითი მუშაობისა, არასოდეს დავიწყებია მშობლიური კუთხე. მან დააძმობილა ლანჩხუთი და ბელორუსიის ქალაქი როსონი, რის შემდეგაც არაერთი კარგი საქმე გაკეთდა ჩვენთან, არაერთი ლამაზი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც დღემდე ახსოვს ლანჩხუთელებს.
აფხაზეთში დატრიალებულმა ომის ხანძარმა ბატონი ჭოლას ოჯახსაც გადაუარა და ალმოდებული სოხუმიდან უკანასკნელად გამოსული გემის კიჩოზე აღმოჩნდა. მან არ ისურვა ხელგაწვდილ ლტოლვილად ყოფნა და სამხედრო ნაწილში ჩაირიცხა ალბათ მსოფლიოში ყველაზე უხუცეს მოქმედ ჯარისკაცად.
მხატვარი თბილისში გულთბილად მიიღეს, მაგრამ მაინც ვერაფრით ივსებდა ათწლეულობით შექმნილი სამყაროს დანგრევით შექმნილ სიცარიელეს. ფორიაქი თანდათან უფრო მეტად იპყრობდა და ამის გამო შეშფოთებულმა, სოხუმში დარჩენილმა მეუღლემ მოახერხა მისი მშობლიურ სახლში ჩაყვანა. სოხუმში დაბრუნებული ბატონი ჭოლა მშობლიურმა ქალაქმა და სახლმა, მისთვის ძვირფასმა ნამუშევრებმა ერთხანს მართლაც დაამშვიდა, მაგრამ ერთ დღესაც ვეღარ გაუძლო ემოციებს და სოხუმის ქუჩებში საქართველოს დროშით ხელში გავიდა. ეს ამბავი, ცხადია, სოხუმში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მოვიდნენ, დაკითხეს ხან რბილად, ხან დაჟინებით, მაგრამ რაღა ეთქმოდათ, ,,მე ხომ თბილისში ვარო ‘’_ ამტკიცებდა მხატვარი.
ჭოლა კუკულაძე 1998 წელს გარდაიცვალა სოხუმში.
2013 წელს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია. ამ დიდებულ ღონისძიებაზე ,აღსანიშნავია სიტყვით გამოსული აფხაზეთის თვალსაჩინო წარმომადგენლების დამოკიდებულება არამარტო ჭოლა კუკულაძის შემოქმედებისადმი, არამედ ქართულ- აფხაზური ურთიერთობის, სასიკეთოდ მოგვარების საქმეში, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ისეთ ადამიანებს, როგორიც ჭოლა კუკულაძე იყო.
საგულისხმოა რომ ჭოლა კუკულაძის შემოქმედება და დამსახურება ქართული და აფხაზური კულტურის წინაშე ჯერ-ჯერობით სათანადოდ არ არის შესწავლილი და დაფასებული.
აქვე, მუზეუმის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომ ლანჩხუთელთათვის ამ საამაყო კაცის, ჭოლა კუკულაძის სახელი მიანიჭოს იმ ქუჩას, სადაც მისი სახლი დღესაც დგას. ის ამას ნამდვილად იმსახურებს ლანჩხუთისთვის გაკეთებული სასიკეთო საქმეების გამო.
ნონა იმნაძე,
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი
გაზეთი „ალიონი“ #21
მსგავსი სტატიები
- 86დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 78გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 78სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 761918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 76სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…