დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით “ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით “ალ-აქსას ქარიშხალი” დაიწყეს.
ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ომი გამოუცხადა ქვეყანას. ამის საპასუხოდ, ჰამასის სარდლობამ ისრაელი დაადანაშაულა ესკალაციასა და „ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფაში.“
`ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს“_ ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით „მძიმე შეცდომა“ დაუშვა.
გიორგი კობერიძე, GIPA-ს პროფესორი ისრაელში განვითარებულ მოვლენებზე:
აშკარაა, რომ ღაზას სექტორის მიმართულებით ახალი, ამჯერად დიდმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელს ახსოვს წლობით გაგრძელებული პირველი და მეორე ინტიფადა, რა დროსაც ებრაული ქალაქების მოსახლეობა პერიოდული თავდასხმის მსხვერპლი იყო. ახლა შესაძლოა სწორედ ამ ყველაფრის დასაწყისს ვადევნებდეთ თვალს. ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელს მის ისტორიაში ყველაზე მემარჯვენე და რელიგიური მთავრობა ჰყავს. ეს კი მათი მხრიდან საბრძოლო მოქმედებებისადმი მზაობას ზრდის. ჯერ არ არის ცნობილი, რა სიტუაცია იქნება დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით, იერუსალიმის ირგვლივ, იქ მყოფი პალესტინელები შეუერთდებიან თუ არა ჰამასს თავდასხმებში, არ არის ცნობილი. ღაზას სექტორის მომიჯნავედ 21 წერტილიდან კოორდინირებულად უტევს ჰამასი ისრაელის ტერიტორიას. ტერორისტულმა ძალებმა მოახერხეს და რამდენიმე ებრაული სამხედრო ინფრასტრუქტურა დაიკავეს.
ვარაუდობენ რომ არიან გატაცებულები და ტყვეები. ქალაქები ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა. არის დიდი რაოდენობით დაჭრილი და დაშავებული. ღაზას სექტორის მოსაზღვრე ქალაქებში ჰამასის წევრები თავს ესხმიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სამიზნეებს. ისრაელი 13:00 საათზე სამთავრობო-სამხედრო საბჭოს შეკრებას გეგმავს. არაა გამორიცხული გამოცხადდეს მობილიზაცია. უკვე გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი მასშტაბური იერიშის და, რაც მთავარია, კოორდინირების უკან შეიძლება ირანი იდგეს.
შეგახსენებთ, რომ იომ ქიფურის ომიდან ზუსტად 50 წლისთავზე ხდება ისრაელზე დღევანდელი თავდასხმა. მაშინაც, 1973 წლის ოქტომბერში ისრაელს რამდენიმე მხრიდან დაესხნენ თავს. რადგან იომ ქიფურის დღესასწაულზე ხალხი სახლში იყო და წინა ომებიდან გამომდინარე, თავდაჯერებაც მაღალი გახლდათ, ისრაელი მოუმზადებლად დახვდა ამ იერიშს. ახლაც ეს სიტუაციაა, ჯერჯერობით. ისრაელისათვის ნათელია, რომ პირველი ომი, რომელსაც ისრაელი წააგებს იქნება ბოლო ომი, რომელსაც ისრაელი იომებს, რადგან მის წინაშე ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა და დგას. სავარაუდოა, რომ მალე ისრაელი კონტრღონისძიებებს გაატარებს. მაგრამ ამ ეტაპზე ინიციატივა კვლავ ჰამასის ხელშია. ებრაული საგუშაგოების ნაწილი აღებული და აფეთქებულია. პალესტინელები ოვაციებით ხვდებიან “ჰამასის” წევრებს. ეს ყველაფერი დიდი დაპირისპირების წინაპირობაა“, _ ამბობს გიორგი კობერიძე.
წყარო: ambebi.ge
მსგავსი სტატიები
- 78საქართველოში ისრაელიდან ბოლო 15 დღის მანძილზე 15 000-ზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ისრაელის სამი კომპანია ასრულებს. „დღეიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ აღარ ახორციელებს პირდაპირ რეისებს, თუმცა დაამატა რეისები ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით. ყოველდღიურად არის ლარნაკიდან თბილისის მიმართულებით რეისები…
- 73რამდენიმე წუთის წინ, „ჰამასმა“ თელ-ავივზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ცენტრალურ ისრაელში საჰაერო თავდასხმის სირენები ამოქმედდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურების განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. თუმცა, თავშესაფრებისკენ მიმავალი რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC NEWS დაყრდნობით AMBEBI.GE ავრცელებს.
- 72ინდოეთში, გუჯარათის შტატში ხიდის ჩამონგრევის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ყველა დაკავებული დაკავშირებულია "ორევასთან" - ინდოეთის ერთ-ერთ მთავარ ბრენდულ კერძო კომპანიასთან, რომელიც ქალაქ მორბის 230-მეტრიანი ხიდის მოვლა-პატრონობაზე იყო პასუხისმგებელი. შტატის პოლიციის უფროსის აშოკ კუმარ იადავის თქმით, დაკავებულთა შორისაა კომპანიის ორი მენეჯერი…
- 69ისრაელში საქართველოს არაერთი მოქალაქ იმყოფება, მათ შორის მუსიკალური ანსამბლები. ისრაელში არიან ანსამბლ „გორდელას“ წევრები. ისინი სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინფორმაციას გვიზიარებდნენ ისრაელში შექმნილი ვითარების შესახებ. ამჯერად კი „ფეისბუქ“ გვერდზ წერენ რომ საქართველოში ბრუნდებიან. მათთან ერთად კი არიან ხაშურის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ისრაელში ფესტივალზე გაიმარჯვეს. „არ მინდა ვინმეს ეგონოს, ომის სიმძიმეს…
- მექსიკაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი ნანგრევებშია მოყოლილი69მექსიკაში, ტამაულიპასის შტატში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ტამაულიპასის შტატის პოლიციის ცნობით, მესას ეკლესიაში ასამდე ადამიანი ესწრებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეკლესიაში ხალხი ნათლობაზე იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, 30-მდე ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და მათ ამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანგრევებში…