ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში მზადდება ექვთიმე თაყაიშვილის სცენური ვერსია „ექვთიმე“, რომლის გარშემო სპექტაკლის მთავარ რეჟისორს გოჩა კაპანაძეს ვესაუბრეთ:
_პირველად საქართველოში ოზურგეთის თეატრი შეეჭიდა ამ დიდ თემას. ბატონმა ვასილ ჩიგოგიძემ ჩაიფიქრა ეს პროექტი _ტრილოგია „დედოფალი სოფიო,“ „რესპუბლიკა გურია“ და „ექვთიმე“.
ჩვენ ამ სპექტაკლის სცენარზე პანდემიამდე ვმუშაობდით და საინტერესო მიგნებები გვქონდა. ექვთიმეს გმირი ყველამ იცის, ამიტომ მაყურებელს აინტერესებს ახალს რას შევთავაზებთ. განძის თემა იცით, მაგრამ ახალი იქნება ყველაფერი, რადგან ექვთიმეს ცხოვრების ბევრი დეტალი გავარკვიეთ, ბევრ მასალას გავეცანით. არსად შეგვხვედრია ექვთიმეს შესახებ რაიმე ხინჯი. ჩვენი გმირი არის ძალიან მებრძოლი, შემტევი, დამთმობი და ჭკვიანი დიპლომატი. ამავე დროს იცის მისი ვალდებულება და მოვალეობა, რომელიც მას განგებამ დააკისრა. ძალიან დიდი ტრაგიკული ისტორიის მატარებელია: როგორ დატოვა სამშობლო, როგორ ჩავიდა ემიგრაციაში, იქ გატარებული წლები და სამშობლოში დაბრუნება. თითქოს დამთავრდა მისი ტანჯვა და ისევ დაიწყო.
ქართული საზოგადოება, როგორც ჩვევია, არ იყო ექვთიმესა და ქართული ემიგრაციის მიმართ ერთგვაროვანი. ექვთიმემ და ქართულმა ემიგრაციამ საქართველოში ჩამოიტანეს სხვადასხვა ადგილას გაბნეული, დამატებითი ექსპონატები.
ჩვენს სპექტაკლში გვინდა საუკუნის იქედან დაგვენახა, რომ ეს არ იყო მარტო თავგანწირვა, როგორც ექვთიმეს გმირი გვეუბნება, _ეს იყო ჩემი ჯვარცმა, ჩემი გოლგოთა, ასე უნდა მეცხოვრა, სხვაგვარად არ შემეძლო _გვითხრა რეჟისორმა.
იგი უშუალოდ დადგმის მიმდინარეობის პროცესზეც გვესაუბრა:
_ეს ოზურგეთის თეატრში ჩემი მეორე სპექტაკლია. იმდენად დიდი რეზონანსი გამოიწვია ამ თემამ, რომ ექვთიმეს როლზე გვქონდა შემოთავაზება ემიგრაციაში მყოფ ქართველი მსახიობებიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან…მე ვთქვი, თუკი ოზურგეთის არ ჰყავს თავისი ექვთიმე, მაშინ ეს სპექტაკლი სხვა თეატრში დავდგათ.
ჩვენ ამ როლზე შევარჩიეთ ძალიან კარგი ოზურგეთელი მსახიობი გიორგი დოლიძე. სპექტაკლში 20 მსახიობი მონაწილეობს.
ოზურგეთის თეატრს ყველა საშუალება აქვს, (კარგი მსახიობები, ტექნიკური მოცემულობა, დარბაზი, ტექნიკური ჯგუფი) რომ მაყურებელმა კარგი პრემიერა ნახოს. გვერდში გვიდგას თეატრის დირექცია, ჩვენი ლომგულ მურუსიძე, სპეციალურად მოწვეული კოსტიუმების დიზაინერი ქეთევან ციხელაშვილი.
ძალიან ვღელავ პრემიერის წინ, მაგრამ იმედი მაქვს მსახიობებთან ერთად ჩვენს ნაწვალევს ბოლომდე მივიტანთ _გვითხრა გოჩა კაპანაძემ.
მსგავსი სტატიები
- 63ეს იყო ისტორიული სიტყვა წარმოთქმული სვიმონ ჯანგულაშვილის მიერ, დიდი ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვისას მთაწმინდაზე „ვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს…
- 62_თუ მთავრობას ჩვენი მოქალაქეები არ დაუდგნენ მხარში, ისევე, როგორც დაუდგნენ შარშან, როდესაც დაიწყო პანდემია, ჩვენ მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. რაც გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ; ვაქცინები ადგილზეა, იმაზე მეტი, რაც საჭიროა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. _„მილიონ-ნახევარი…
- 62"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 61საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 60ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…