„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოკლე განმარტება ბუბა ჩივაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით; პირველ რიგში კლინიკის ადმინისტრაცია და სრული შემადგენლობა გამოხატავს დიდ პატივისვემას, მისდამი როგორც პიროვნებისა და როგორც პროფესიონალი ჟურნალისტის მიმართ. პერსონალურ მონაცემებს არ გავასაჯაროვებთ, მაგრამ ვიტყვით ერთს, რომ ის არის კარგად, ჩაუტარდა ყველა სახის პროტოკოლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობა და ხვალ ბინაზე სამართავად, დასტაბილურებულ მდგომარეობაში გაეწერება სტაციონარიდან. კლინიკა მოხარულია, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმისა დასტაბილურობამდე, ის იყო კლინიკის პერსონალისადმი საუკეთესოდ განწყობილი, მისგან ყველა გრძნობდა მხოლოდ სითბოს და მას მადლობა იმისათვის, რომ ყველა დირექტივას პროფესიონალი ექიმების მხრიდან გაცემულს ასრულებდა სრულად. გვაქვს იმედი, რომ მას სტაციონალური დახმარება აღარ დასჭირდება. ის დაუბრუნდება თავის პროფესიულ საქმიანობას ახალი შემართებით, ენერგიით და მოტივაციით. მას კიდევ ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და მეტად პრესტიჟულ პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობაში. მადლობა ექიმებს, ექთნებს და ყველა სხვას პროფესიონალიზმისა და მომსახურეობის მაღალი ხარისხისათვის. ასევე მადლობა პაციენტს ნდობის, უბრალოობისა და თავმდაბლობისათვის. მისი სიცოცხლის გადარჩენა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პაციენტის, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჯანმრთელობა ბატონ ბუბას და წარმატებები საქმიანობაში. ყველას მადლობა მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის. ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა, ნდობა, სწორი დიალოგი და წიგნიერება, ეს არის წარმატება.“ _ამის შესახებ ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკის დასავლეთის რეგიონული ცენტრი ავრცელებს.

გუშინ, ქუთაისში ჟურნალისტმა . ბუბა ჩივაძემ კიდურებზე ვენები გადაისერა, მანამდე კი საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ  „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა:

„მივიღე გადაწყვეტილება… ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში.  ერთს მაინც გავაკეთებ, გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია.

ყველანი მიყვარხართ“, – თქვა ჟურნალისტმა.

მსგავსი სტატიები

  • 90
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 83
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
  • 83
    გენრიეტა ქუთათელაძე 80 წლისააგაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად.  აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
  • 83
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 82
    ბახვი 2 ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვა ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან _ბატონო დავით, როგორ დაახასიათებთ ჰიდროენერგეტიკას და არის თუ არა ის მწვანე ენერგიის წყარო? _ ჰიდროენერგეტიკა არამც თუ მწვანე და განახლებადი ენერგიის რესურსია, არამედ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით სტაბილური ენერგიის წყაროა. ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე…

არ გამოტოვოთ