დღეს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში მიუსაფარი ცხოველების მართვის სტრატეგიის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაცია წარმოადგინა გურიის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელმა ნათია ვაშალომიძემ.
_როგორც ადამიანების, ასევე ცხოველების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებისათვის აუცილებელია მიუსაფარი ძაღლებისათვის მართვის ეფექტური სტრატეგიის არსებობა. სტრატეგია შემუშავებულია არსებულ სამართლებრივ ჩარჩოში და მოიცავს: ძაღლების პოპულაციის კონტროლის ცივილიზებულ ზომებს, ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტების აღსრულებას და ვეტერინალურ დახმარებას. სტრატეგიის განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტის დანერგავს მიუსაფარი ძაღლებისადმი ცივილიზებული მოპყრობის ფორმებს, ამასთან ერთად შეინარჩუნებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეამცირებს მიუსაფარი ძაღლების უარყოფით გავლენას გარემოზე _განაცხადა ნათია ვაშალომიძემ.
მიუსაფარი ძაღლების აღრიცხვის მეთოდის გაცნობა და ქრაუდფანდინგის კომპანიის გამოცხადება წარმოადგინეს მეიჰიუ საქართველოს მთავარმა ვეტერინარმა ანა მეცხვარიაშვილმა და ოზურგეთის მიუსაფარ ცხოველების თავშესაფარის ხელმძღვანელმა ქრისტი ორაგველიძემ.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის ცენტრი მოიცავს გურიას, ქობულეთს და ფოთს.
როგორც ანა მეცხვარიაშვილმა აღნიშნა, უნდა მოხდეს ძაღლების 70 პროცენტის სტერილიზაცია, რომელიც ცხოველების რეპროდუქციული კონტროლის სამუდამო გადაწყვეტას გულისხმობს.
როგორც მან განმარტა მოხდება ძუ ცხოველების სტერილიზაცია, ხოლო ხვადების _კასტრაცია.
მეიჰიუ საქართველოს მთავარი ვეტერინარის თქმით, პროცედურაზე მიყვანილი ყველა ცხოველი გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რათა დავრწმუნდნენ, რომ ისინი საკმაოდ ჯანმრთელები არიან, რომ მოხდეს მათზე ოპერირება. მოხდება ძაღლების მოდუნება და ოპერაციის დროს გაუკეთდებათ ანესთეზია.ოპერაციის ატარებენ გამოცდილი ვეტერინარი ქირურგები. ძაღლები იმავე დღეს დაუბრუნდებიან ჩვეულებრივ მდგომარეობას.
მსგავსი სტატიები
- 64დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 62ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 58საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 54"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 52საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…