31 წლის შემდეგ, სოფელ გურიანთაში აფხაზეთში გმირულად დაღუპულ თამაზ მალაზონიას ცხედარი მშობლიური სოფლის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
_ ჩვენი სკოლის მეგობარი იყო, საუკეთესო ახალგაზრდა, სამშობლოზე შეყვარებულ ი კაცი_გვითხრა სკოლის მეგობარმა ნანა ინარიძემ.
_ თამაზი კარგი ბიჭი იყო, წესიერი, ზრდილი, პატიოსანი. გურიანთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ბელორუსიაში მოიხადა ჯარი. ჩამოვიდა და შრომობდა. მძღოლი იყო. ძალიან კარგი დედმამიშვილობა გვქონდა.
აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, იგი სამხედრო წვრთნებზე გამოიძახეს, ახალციხეში, სამხედრო პოლიგინზე გადიოდა წვრთნებს. შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს, საიდანაც აფხაზეთის ომში წავიდა.
იგი, 21 ბრიგადის მე-3 ბატალიონის მებრძოლი იყო. 1992 წლის 2 სექტემბერს, ვეტფრენებით ჩასვეს ისინი ლესელიძეში. 3 ოტომბერს ერთი ოცეული გაამწესეს განთიადის დასახლებაში, გრებეშოკის თავზე, სადაც იქ მყოფი სამხედრო ძალები იცავდა პერიმეტრს.ამ ოცეულის შემადგენლობაში იყო ჩემი ძმა თამაზ მალაზონია.
შემდეგ განთიადთან ბრძოლებში მონაწილეობდა. 15 სექტემბერს, განთიადთან ბრძოლაში დაიღუპა იგი.ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო.
სიკვდილის შემდეგ იგი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.
წლების მანძილზე არ ვიცოდით მისი საფლავი. ახლა საერთაშორისო წითელი ჯვარის საშუალებით აფხაზეთიდან იქ დაღუპულ მებრძოლთა გვამების მორიგი გადმოსვენება მოხდა.ჩემს ძმას ჯიბეშე ედო პირადობის მოწმობა, რითაც მისი იდენფიცირება მოხდა. შემდეგ დნმ-ის ანალიზიც ჩაუტარდა.
დღეს, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ახლობლებმა, ფართო საზოგადოების წარმომადგენლებმა საბოლოო გზაზე გავაცილეთ იგი _გვითხრა მისმა ძმამ თემურ მალაზონიამ.
დიდება გმირებს!
მსგავსი სტატიები
- 45ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 41ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 39"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 39საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 39დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…