ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი

17 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც  პროექტ ტრილოგიის ერთგვარ შეჯამებასაც წარმოადგენდა, ოზურგეთის  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ ვასილ ჩიგოგიძემ, სიხარულს რომ ვერ მალავდა, ისეთი ემოციებით, იმ გამოწვევებსა და შედეგებზე ისაუბრა,  რაც უკვე წარმატებით  განხორციელდა  და რისი იდეაც სამიოდე წლის წინ თავად გააჟღერა.

19-23 ნოემბრის ფარგლებში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, საგასტროლო ტურნეს მართავს აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, ჩვენებებს გამართავს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში, თელავსა და გორში , მხატვრულ დოკუმენტური ჟანრის სპექტაკლით „ექვთიმე“. რეჟისორი გოჩა კაპანაძე. ტურნეს მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო. მიზანი – ფართო საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის  მნიშვნელოვანი ფაქტებისა და პატრიოტი  პიროვნებების გაცნობა საქართველოს ორსაუკუნოვანი ისტორიიდან. ტრილოგიის სამივე ნაწილი, ესაა გურია საქართველოში და საქართველო, თავად გურიაში.

პირველი ნაწილი – სპექტაკლი „გურიის დედოფალი“ – გურიის უკანასკნელი დედოფლის სოფიოს ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს. რუსთა ბატონობის წილააღმდეგ მებრძოლი  დედოფალი ბოლოს თურქეთში გაიქცა და თან გაიყოლა საისტორიო წყაროები, რომელთა გაუჩინარება ისეთივე ბურუსითაა მოცული, როგორც თავად დედოფლის უეცარი  გარდაცვალება უცხოეთში. მწირი ისტორიული ფაქტების მიუხედავად, პროექტი წარმატებით განხორციელდა. თეატრმა მოახერხა დედოფალი უკეთ გაეცნო საზოგადოებისთვის და  მაღალი დონის სპექტაკლი შეეთავაზებინა მაყურებლისთვის.

ტრილოგიის მეორე ნაწილი – „რესპუბლიკა გურია“ – გურიის აჯანყებასა და გურიის რესპუბლიკად გამოცხადების წინარე პერიოდს ასახავს, რომელმაც , მართალია, სულ რამდენიმე თვეს გასტანა, მაინც დიდი იყო თავისი მნიშვნელობით. აქაც ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი ჩაიწერა ოზურგეთის თეატრალურ ისტორიაში.

ტრილოგიის გვირგვინი „ექვთიმე“ .  საოცარი დადგმა რეჟუსურით, თემატიკით, ტექნიკით, შესრულებით. მოვუსმინოთ თავად იდეის ავტორსა და დადგმის ხელმძღვანელს.

_ „ის ჩვენი ჩანაფიქრი, მიგვებედა და გავებედა  წმინდანთან მიახლება, შევძელით და განვახორეციელეთ, პირველად, ქართული თეატრის ისტორიაში შებედა ექვთიმეს ოზურგეთის თეატრმა და ბედნიერი ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა. იმაზე დიდია შედეგი, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. მინისტრის პირადი ინიციატივაა, სპექტაკლი ნახოს სრულიად საქართველომ.  ამ სპექტაკლის ჩვენებას აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, აუცილებლად გავმართავთ სხვა რეგიონებშიც. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, როგორ იღებენ ბავშვები ექვთიმეს, როგორი უშუალოა და ხალასი მათი შეფასებები სპექტაკლის ჩვენების შემდეგ.ჩვენ რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ პროექტი თეატრი და სკოლა, უნდა ნახოთ, როგორ გაიზარდნენ ბავშვები, როგორც მაყურებლები.“

აღინიშნა, რომ მომდევნო წლიდან ახალი ტრილოგია იგეგმება. ესაა – ილია, აკაკი, ვაჟა. რაოდენ სასიხარულოა, რომ  ამ სამთა დიდთა პორტრეტებს იხილავს მაყურებელი სასცენო ვერსიებით.

არის ცვლილება დაგეგმილ ღონისძიებებში. მომდევნო წლის ივნისში, ექვთიმე პარიზის თეატრის სცენას ესტუმრება, ხოლო ლევილში ფესტივალი ნოდარ დუმბაძით გაიხსნება. კვლავ იგეგმება პორტუგალიის თეატრთან ერთად ახალი  კოპროდუქტის შექმნა.

„გაჟღერდა ფრაზა – მიბაძეთ უზურგეთის თეატრს, მე ვამბობ – ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ კი არა,მხოლოდ,  უკვე გვაქვს ამბიცია, ვიყოთ პირველები პირველთა შორის. რადგან მე მყავს ასეთი ადმინისტრაცია, სამსახიობო შემადგენლობა, ტექნიკური პერსონალი. როგორ შემიძლია არ ვიყო მადლიერი ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილისა, რომლებმაც მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი უდიდესი შრომის შედეგი, ასევე მაღალი დონით შეგვეთავაზებინა მაყურებლისთვის. როგორ არ უნდა ვიყოთ მადლიერი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრისა, რომელთა ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერით ვახორციელებთ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს. “

ოზურგეთის თეატრმა მართლაც თქვა თავისი სათქმელი, იტყვის კვლავაც და არც საკეთილო სიტყვები დაგვეშურება მათი წარმატების აღსანიშნავად, მათ ეს  თავად დაიმსახურეს. მოლოდინიც რა თქმა უნდა კიდევ მეტია, რადგან ის თავად აანაცვლეს მაღალ საფეხურზე და თამასაც ასწიეს.

წარმატებები ჩვენს თეატრს.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    წარმატების გასაღები და გზა, გაღებულ კარს მიღმა არსებულიბევრი საინტერესო ფორმატის მოფიქრება და შეთავაზება შეიძლება დაინტერესებული ჯგუფისთვის, ცოდნის და გამოცდილების მისაღებად, მათ შორის ტრენინგები, თუნდაც დახურულ სივრცეში. გამოცდილ ტრენერთა, ან მეწარმეთა თანამონაწილეობით. გადავწყვიტე,  განსხვავებული ფორმატი შემეთავაზებინა ჩემი  გოგონებისთვის და ვფიქრობ, გაამართლა - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ,,გურიის განვითარების კავშირის'' და მიმდინარე პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ კუპრაძემ. პროექტს ახორციელებს ,,გურიის…
  • 100
    ბალადა ქართველი დედისა1989 წლის 9 აპრილის ცნობილი ტრაგედიის შემდეგ, ოზურგეთში შეიქმნა ნინო თოიძის საქველმოქმედო საზოგადოება, რომელმაც 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დაიწყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სამეცნიერო-ლიტერატურული ბიულეტენის „ლეხოურის“ გამოცემა. ამ გამოცემის წარმატებებში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიზო ჭელიძის ოჯახს (ბატონი გიზო ლიხაურელი გახლდათ, ამ გამოცემის მთავარი რედაქტორი). გიზო…
  • 100
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 100
    დასუფთავების აქცია ბახმაროში  დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო   „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.…
  • 100
    იდგა გალაკტიონი...„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,  სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს  გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…