გუშინ, დაახლოებით 18 საათზე, გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში დარეკეს, სასწრაფოდ მოდით, თაყაიშვილის ქუჩაზე, მანქანათმშენებელ ქარხანასთან ახლოს ქარსაფარ ზოლს -ნაძვის ხეებს ჭრიანო.
მალე მივედით, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ოზურგეთის „სერვისცენტრის“ თანამშრომლები სხვა ლოკაციაზე ახდენდნენ 3 ძირი ნაძვის ხისთვის ტოტების ჩამოჭრას.
_ამ ქუჩაზე არაფერი მოგვიჭრია, აგერ ხეებს ვალამაზებთ და ეტყობა ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათო…
მოგვიანებით გავიგეთ, რომ მათ ინფორმაცია ნაძვის ხის მოჭრის შესახებ დამალეს.(?!)
3 ძირი ნაძვი მანქანათმშენებელი ქარხის შესახვევიდან, სოფელ ლიხაურის მხარეს იყო მოჭრილი.
_ხეები ამორტიზებული იყო. ამაზე არსებობს ზედამხედველობის სამსახურის დასკვნა და ხეები არსებული წესების დაცვით მოიჭრა _გვითხრა ოზურგეთის „სერვისცენტრის“ უფროსმა გია ანთაძემ.
_ აქ კიდევ რამდენიმე გამხმარი ნაძვის ხეა. უნდა მოჭრან, რადგან შესაძლოა 5 წლის წინ რომ იყო, ისეთი ქარიშხლის დროს საღი ნაძვები დააზიანოს. ქუჩის გაყოლებაზე სამ ძირ ნაძვს ტოტები შეართვეს მხოლოდ _გვითხრა ამ ქუჩის მცხოვრებმა ა. ქავთარაძემ.
მსგავსი სტატიები
- 53ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 52ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 50დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 49ლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
- 42"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…