2023 წლის 21-25 დეკემბერს თბილისში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ჩატარდა მსოფლიო თასი ბუდოს საბრძოლო ხელოვნებაში. (კიკბოქსინგში, mma ში, კიოკუშინკაი კარატეში,გრეპლინგში ბრაზილიური ჯიუჯუცუ, კრივში, უშუ სანდაში, და ტაეკვონდოში). შეჯიბრი 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე და პლიუს 18 წლის და ვეტერანებშიც ჩატარდა…შეჯიბრს ორგანიზება გაუწია მსოფლიოს ბუდო კარატეს ფედერაციამ და საქართველოს ბუდოს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციამ…მადლობას ვუხდი საქართველოს მუაიტაის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ იგორ დენისენკოს,ვიცე- პრეზიდენტს ბატონ მიხეილ ახალკაცს და სავატეს ფედერაციის პრეზიდენტს ქალბატონ, ინგა დამენიას დახმარებისათვის. ასევე მადლობას ვუხდით შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ, გიორგი კაბულაშვილს…ამ შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა, 500 სპორტსმენი, და 8 ქვეყანა: საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი, მაროკო, ყაზახეთი, ირაქი და პაკისტანი…ამ შეჯიბრზე მონაწილეობას იღებდა ჩემი მოსწავლე და ჩვენი ბუდოს ფედერაციის ინსტრუქტორი: გიორგი კვარაცხელია…მან 3 ბრძოლა ჩაატარა გრეპლინგში (ბრაზილიური ჯიუჯუცუ) და სამივე მოიგო…ფინალში მან, ირანელი სპორტსმენი დაამარცხა და გახდა მსოფლიო ჩემპიონი და გადაეცა ჩემპიონის ქამარი…საქართველოს ბუდოს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაცია ულოცავს გიორგის ამ დიდ წარმატებას და მომავალში, წინსვლას და სულ გამარჯვებებს ვუსურვებთ…მსოფლიო ქამარი გადმომეცა მეც, საქართველოს ბუდოს საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციას…შეჯიბრის ჩატარების ორგანიზებისათვის…ჩვენი ფედერაციის შედეგად, საზღვრიდან ირანიდან, უფასოდ განუბაჟებლად შემოვიდა, სპეციალურად ამ შეჯიბრებისათვის დამზადებული სერთიფიკატები 500 ცალი, მედალი 500 ცალი და საჩემპიონო ქამარი 50 ცალი…პირველი შეჯიბრი ამ სტილში, მსოფლიოს და საქართველოს ფედერაციებმა, ჩაატარეს 2017 წლის 15-17 აპრილს, საქართველოში კერძოდ ოზურგეთში _წერს ირაკლი ტუღუში სოციალურ ქსელში.
მსგავსი სტატიები
- 93
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14…
- 90
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 89ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 88
29 სეტემბერს დამთავრდა ვაჟთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ჩემპიონატი ჭადრაკში , რომელიც ადგილობრივ საჭადრაკო კლუბში ოთხ დღეს მიმდინარეობდა. იგი შვეიცარული, სისტემით 7 ტურად გაიმართა და მასში 14 მოჭადრაკე იყო ჩართული. უფროსი თაობის მოჭადრაკეებთან ერთად ჩემპიონატში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ რომლებმაც წელს წარმატებებს მიაღწიეს, როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ,თუ საერთაშორისო დონის ასაკობრივ…
- 87
27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…