გურიაში უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაცნობა, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართს გადასცემს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს. გურიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით გურამიშვილი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ზვიადაძე, სამმართველოს უფროსი თენგიზ ყურაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და სოციალური სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსგავსი სტატიები
- 62გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი ( CESL) პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, CESL-ის პროგრამის ხელმძღვანელი ჰოვარდ ჰარდინგი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე,…
- 62ოზურგეთის ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ,,25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გურიაში 3 გამარჯვებული გამოვლინდა. მონაწილეებს გამარჯვება გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან დარსალიამ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მიულოცეს. საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს…
- 61
- 61გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ჩეკურაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე.
- 61გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.