დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები არ დასწრებიან. ხოლო დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატებმაც დატოვეს.სხდომას არაერთი დეპუტატი აკლდა „ქართული ოცნებიდანაც“.

თავის გამოსვლაში, საკითხების განხილვამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ნაციონალი დეპუტატების არყოფნა დეპუტატ თათია ნიკოლაიშვილის მიერ გავრცელებულ არასწორ ბრალდებას დაუკავშირა, სადაც იგი მოქმედ მერს გმირთა მოედანზე ბანერის „მამული, ენა, სარწმუნოება“ ჩამოხსნას აბრალებდა. ღურჯუმელიძემ თათია ნიკოლაშვილს ტყუილის გამავრცელებელი უწოდა.

_საჯარო რეესტრის ამონაწერით, აღნიშნული ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა. ამიტომ ნიკოლაიშვილს ტყუილის გავრცელებისთვის  საკრებულოზე ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევდა. ჩვენ ილია ჭავჭავაძის ეს ტრიადა შესაბამის ადგილას გავაკეთეთ _თქვა მან.

გიორგი ღურჯუმელიძემ 29 აპრილის საერთო სახალხო შეკრების შესახებაც გააკეთა პოლიტიკური განცხადება:

_ პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო 29 აპრილის საერთო სახალხო შეკრებას, რუსთაველზე ერთ მუშტად შეკრული იდგა მშვიდობის მხარდასაჭერად ჩვენი ხალხი. ის ძლიერი მუხტი იყო დიდი სულისკვეთება, რაც მთელ ქვეყანაში ტრიალებდა. ეს ჩვენს ქვეყანას გაჰყვება სულ და მიიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც გვაქვს მიზნად დასახული.

ვინც ვერ შეძლო წამოსვლა და გულშემატკივრობდა, ის ადამიანები საბოლოოდ იტყვიან თავიანთ სათქმელს ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენ მოვალთ უმრავლესობით და აუცილებლად მოიპოვებს სიმშვიდეს ეს ქვეყანა, _ განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.

სდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა და 14 საკითხი განიხილეს.

საკრებულომ ყველა განხილული საკითხის გარშემო მიიღო შესაბამისი განკარგულება.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 57
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 51
    კურორტ ბახმაროს ცენტრში „მაგთის“ ანძა უნდა აღმართონ?მოსახლეობა  კურორტ ბახმაროს ცენტრში, მოედანზე „მაგთის“ ანძის მშენებლობას აპროტესტებს. გუშინ გაზეთ „ალიონს“ კურორტ ბახმაროდან საგარაკო სახლის ერთ-ერთი მფლობელი დაუკავშირდა და მისიი გულისწყრომა გადმოგვცა: _ჩვენი ბავშვობა ამ კურორტზე გავატარეთ. შესანიშნავი კურორტი გვქონდა და ყველა შეძლების ადამიანი ისვენებდა აქ. ახლა აქ განუკითხაობაა. ვინ რას აშენებს, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის შემდეგ, ვერ გაიგებ. შიგ…
  • 50
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…
  • 49
    საკრებულოს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაძე განკარგულება დაამტკიცესდღეს, ოზურგეთის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა. პროექტი მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ წარმოადგინა. ეს პროექტებია:სოფ. ოზურგეთში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;ლიხაურში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;შრომაში ხელოვნურსაფარიანი სტადიონი;დანჩენკოს ქუჩაზე სკვერის მოწყობა;ქალაქ ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე (კორტების მიმდებარედ) სანიაღვრე არხის მშენებლობის სამუშაოები.
  • 48
    რას უწუნებენ საგზაო კომპანიას მაკვანეთელები_ ათეული წლებია  ვოცნებობდით ჩვენი უბნის მცხოვრებლები, რომ ასფალტირებული გზა გვქონოდა. შარშან გავიგეთ, რომ ტენდერი გამოცხადდა. შემდეგ გზის მშენებლობა დაიწყო. ძალიან გვიხაროდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვაქცევდით ყურადღებას მშენებლებს. გვეგონა ზამთრის დადგომამდე დასრულდებოდა სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვერ მოასწრეს. დეკემბრის ბოლოს, ძალიან ცუდ ამინდების დროს მოიტანეს უხარისხო ასფალტი და დააგეს  ერთი ფენა.(გვითხრეს,…