საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ამ დროისათვის, მონიტორინგის ფარგლებში საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეო ჩანაწერების გაცნობის და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, საზოგადოებას 30 აპრილის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველადი შეფასებები წარუდგინა:
- პარლამენტის პიკეტირების მონაკვეთი: ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლების მოთხოვნა, შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური თუმცა, მთავარია განთავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც აპარატის დაკვირვებით ცალკეულ შემთხვევაში ნამდვილად არ იყო სახეზე.
- წიწაკის სპრეის მონაკვეთი: მოგვიანებით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ სამართალდამცავებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი, როგორც დამიზნებით, ასევე ზოგადად აქციის მონაწილეების მიმართ. წიწაკის სპრეის აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გამოიყენეს, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის გათავისუფლება. არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძვლები. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ არ მომხდარა სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე აქციის მონაწილეთა გაფრთხილება.
- სხვადასხვა საშუალებების გამოყენების დაწყება: 23:22 საათიდან სამართალდამცავებმა, გაფრთხილების გარეშე, ცრემლსადენი გაზის დიდი რაოდენობა გააფრქვიეს. ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გაკეთებულ გაფრთხილების განცხადებას თითქმის მაშინვე მოჰყვა წყლის ჭავლის გაშვება. სახალხო დამცველი, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და შემდგომაც, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის, შესაბამისად მისი დაშლისკენ მოწოდებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი.
აღსანიშნავია, რომ შეკრების მონაწილეები მშვიდობიანად აგრძელებდნენ პროტესტს, ხოლო სპეციალური საშუალებების (მათ შორის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის) გამოყენება რამდენიმე საათის განმავლობაში, გარკვეული პერიოდის შუალედებით, კვლავ გრძელდებოდა, უკვე რუსთაველის გამზირზე გადანაცვლებული აქციის მონაწილეთა მიმართ.
სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც მისი განმარტებით, სამართალდამცავებმა სცემეს.
გარდა ამისა, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტები, საქმიანობაში ხელი შეეშალა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს.
- დაკავებულთა მონახულება: 30 აპრილის ღამის და 1 მაისის მთელი დღის მანძილზე სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა 49 პირი მოინახულეს. მათგან, 47 ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორის, ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
31 პირი მიუთითებდა პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე/არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19 ითხოვდა რეაგირებას, რის შესახებაც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
დაკავებულებთან ვიზიტები ამ წუთებშიც გრძელდება.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
- უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეთა მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტები;
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
- გაატაროს ყველა კანონისმიერი ეფექტიანი ღონისძიება 30 აპრილს/1 მაისს სამართალდამცავი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების მქონე თითოეული ფაქტის გამოძიების, დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისა და მის მიმართ კანონისმიერი ღონისძიებების გატარების მიზნით.
მსგავსი სტატიები
- 83ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 82ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 77„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
- 77ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
- 76ოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …