იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:10 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, დღეს, 23:40 საათზე ჩამოიტანენ. „ჯორჯიან ეარვეისის“ ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით, 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დროით 23:40 საათზე დაეშვება.
წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
მსგავსი სტატიები
- 79სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 63
- 62ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო. ქრისტე აღდგა! ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა. საზეიმო წირვას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
- 62
- 61ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ჩატარდა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან ერთად დაესწრო. ღვთისმსახურება შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.