ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის წინ, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანია SNCF-ი ავრცელებს.
„ეს ფართომასშტაბიანი თავდასხმაა, რომელიც მიზნად ქსელის პარალიზებას ისახავს. ღამით, SNCF რამდენიმე წინასწარგანზრახული თავდასხმის მსხვერპლი გახდა“, – განაცხადეს კომპანიაში.
საფრანგეთის ეროვნული რკინიგზის ცნობით, კომპანიის ობიექტებს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს და დაზიანებულ ხაზებზე მოძრაობა შეფერხდა.
კომპანიის განცხადებით, ბევრი რეისი გაუქმდება და შექმნილი სიტუაცია შაბათ-კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, იქამდე, სანამ სარემონტო სამუშაოები არ დასრულდება.
ipn.ge
მსგავსი სტატიები
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიაში მოხდა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა. პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპ მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული…