გურიაში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაურის ბახმაროსთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 18 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„კურორტ ბახმარომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე მოეწყო ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი და ხელოვნური ნაგებობები – წყალგამტარი ლითონის მილები, რკინაბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები და სხვა. საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გზა შემოიფარგლა ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებით, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდა. შემცირდა მგზავრობის დროც. სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19.2 მილიონი ლარით დაფინანსდა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები

  • 71
    ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოზურგეთიდან გომისმთამდე მისასვლელი 21 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. ოზურგეთიდან გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში განახლდა გზის საფარი და ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრთა მოსაცდელი პავილიონები. ასევე, საავტომობილო გზა აღიჭურვა…
  • 70
    გომისმთის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობსგომისმთის გზის თოვლისაგან და ზვავისგან გაწმენდა დაიწყო   . მერაბ სანიკიძის ფოტოები
  • 68
    რიკოთზე ახალი 1800 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა დასრულდააღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.„ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში…
  • 67
    რიკოთის უღელტეხილზე ამჟამად მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობსსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.  
  • 67
    საქართველოს რკინიგზის რეფორმები ჩვენს რეგიონს ეხება?(მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…