22 აგვისტოს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა ქართველი და თურქი მხატვრების ერთობლივ, ჯგუფურ გამოფენას .
ეს ავტორებია:

_ საერთაშორისო გამოფენები, უცხო და პირველი არაა ჩვენთვის. მაგრამ ცენტრის 35 წლიან ისტორიაში ეს არის თურქი მხატვრების პირველი სტუმრობა .
მხატვრების ეს ჯგუფი მოღვაწეობს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში. მათი ჩვენთან დაკავშირება მოხდა წარმოშობით ოზურგეთელი მხატვრის დავით უღრელიძის მეშვეობით, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია მოღვაწეობს ანკარაში.
თანამედროვე შემოქმედებით ცხოვრებაში, გაცვლითი გამოფენები, მნიშვნელოვანია სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციისთვის. უცხოელ მხატვრებთან პიროვნული, ცოცხალი კონტაქტები, აუცილებელია ჩვენი ცნობადობის გაზრდისთვის . მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს ამ შესაძლებლობისთვის_ განაცხადა ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ.
_ ჩვენი ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს, ხელოვნების და ფოლკლორის შეცნობა-გაცნობა, ურთიერთობების გაძლიერება ქართველ და თურქ მხატვრებს შორის. ჩვენ აქ, გამოფენაში მონაწილე ქართველ მხატვრებს ანკარაში ვეპატიჟებით გამოფენაზე _განაცხადა თავის სიტყვაში თურქი მხატვრების ჯგუფის ხელმძღვანელმა ფერმან აიდინიმ.

ექსპოზიციაში საინტერესოდ შეერწყა ორი კულტურა. სასიამოვნო სანახავია სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული (ზეთის საღებავები, აკრილი, აკვარელი, გუაში) თურქული მოტივები, სტამბულის ხედები და ქართული კომპოზიციები.


მსგავსი სტატიები
- 82
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 80
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 79
XI საუკუნის ისტორიული ფრაგმენტების საფუძვლებიდან მომდინარე ტრაგედია, XVII საუკუნის ოციანი წლების გადმოსახედიდან. და ახლა უკვე... 7-8 ივნისს, უილიამ შექსპირის„მაკბეტის“ტრაგიკული პიესის პერსონაჟებმა ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე, უკეთურ ძალთა სამკვიდროს ბნელი გზახვეულებიდან შემოაბიჯეს. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფი: სცენური ვერსია და რეჟისურა: გოჩა კაპანაძე; მხატვარი ლომგულ მურუსიძე; კოსტუმების მხატვარი ქეთი ციციშვილი; ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე… - 78
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ოზურგეთელი მაყურებელი ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს 24 ივლისს მასპინძლობდა. „ქართველი ქალი, ანუ შურისძიება“ - თურქი დრამატურგის აჰმეთმითჰათ ეფენდის ამ ნაწარმოების“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის „შურისძიება“ რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, მხატვარი ლომგულ მურუსიძე, კოსტუმების მხატვარი ქეთევან ციციშვილი. მონაწილეობენ ცხინვალის თეატრის მსახიობები. წარმოდგენილია XVIII საუკუნის ბოლო… - 78
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…