პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებაზე, ჩატარების იდეაზე, ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებზე კემპო კატატეს საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი, ამავდროულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების აღმოსავლური ორთაბრძოლების მწვრთნელი ირაკლი ტუღუში გვიყვება :
_ ,, ჯერ კიდევ მაისის თვეში ოზურგეთი, სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება და აღმოსავლური ორთაბრძოლების სექცია ყურადღების ცენტრში მოექცა. აზერბაიჯანის ცენტრალური ტელევიზია, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს,რამდენიმე დღე აჩვენებდა და ყვებოდა საერთაშორისო სემინარზე კემპო კარატეში და კემპოს პრეზენტაციაზე ჩვენს ქალაქში, რომელსაც არაერთი ბავშვი, მოზარდი დაესწრო. მათ ამის ფუფუნება გაუჩნდათ.მაღალი დონის პროფესიონალებისგან მასტერკლასები მიეღოთ. მაშინ, კემპო კარატეს მსოფლიო პრეზიდენტმა თალვერდი ალახვერდიევმა შემოდგიმაზე ოზურგეთში აღნიშნულ სახეობაში ევროპის ღია პირველობის ჩატარება დაანონსა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა”.
როგორც ირაკლი ტუღუში გვიყვება კემპოს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს ოზურგეთი, ჩვენი მასპინძლობა, სექციის მუშაობა იმდენად მოეწონა, რომ ჩვენ ქალაქში ევროპის ღია პირველობის ჩატარება დააანონსა. ირაკლი ტუღუშს თქმა ერიდება, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ისიცაა ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ოზურგეთი სახელიან ჩემპიონატს უმასპინძლებს. საბრძოლო ხელოვნების პედაგოგი,ბევრი მიმართულებით მრავალგზის აღიარებული მწვრთნელი და ჯერ კიდევ მოქმედი სპორტსმენი ირაკლი ტუღუში იმდენად მოეწონა და აღფრთოვანდა სპორტულ სექციაში მისი მუშაობის ხარისხით, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, რომ დაპირება რეალობად აქცია და სულ მალე ოზურგეთი კემპო კარატეში ევროპის ღია პირველობას უმასპინძლებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კემპოს მსოფლიო ფედერაციიდან სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა დასტური.
,, მართალი გითხრათ კიდევ არ მჯეროდა…ჩვენ მოვახერხეთ და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ვხდებით. პირველად საქართველოში კემპო კარატეში ევროპის პირველობა გაიმართება და მას ოზურგეთი უმასპინძლებს“_
ირაკლი ტუღუში ღინისძიების მასპინძლებზე , ღონისძიების ორგანიზატორებზე და მხარდამჭერებზე საუბრობს.
,, ვღელავ და განვიცდი. არ არის ადვილი ამხელა ღონისძიების მასპინძლობა. მაგრამ , პირველ რიგში კემპოს მსოფლიო ფედერაციის იმედი მაქვს, რომელიც საქართველოს ფედერაციასთან და სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან ერთად ვიქნებით ამ ღონისძიების ორგანიზატორები. მადლობა კობა ბალავინოვს და გიორგი კალანდაძეს გვერდში დგომისთვის, დახმარებუსთვის. ასევე მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს მხარდაჭერისთვის.
ჩვენ ყველანი ერთად კარგ სანახაობას და დაუვიწყარ სპორტულ დღეებს ვაჩუქებთ ოზურგეთს” .
რაც შეეხება ჩემპიონატის გამართვის თარიღს, როგორც ტუღუში ამბობს ის, 27, 28 და 29 სექტემბერსაა დაგეგმილი და მასზე დასწრება სპორტის მოყვარულებს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლებათ.
ირაკლისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ჩემპიონატში ოზურგეთელი სპორტსმენები ( ჩვენი სექციის მებრძოლები) მიიღებენ მონაწილეობას, რომლების ჩემპიონატისთვის უკვე ემზადებიან.
საორგანიზაციო საქმეების მოგვარება კი ირაკლი ტუღუშმა და სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესეუბულებათა გაერთიანებამ აქტიურად დაწყო, რომ სპორტის, აღმოსავლური ორთაბრძოლების მოყვარულებს დაუვიწყარი სანახაობა და დღეები ვაჩუქოთ.

მსგავსი სტატიები

  • 83
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 82
    გაბრიელ სალუქვაძემ და ბაქარ მახარაძემ 2024 წლის მუნიციპალურ საჭადრაკო პირველობაზე უდანაკარგო შედეგით გაიმარჯვეს.ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 80
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 80
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
  • 78
    ოქრო და ბრინჯაო მკლავჭიდელებისაგან!!!15 სექტემბერს ქ. ბათუმში, მკლავჭიდში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა.  შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მკლავჭიდის სექციის ვეტერანმა და მოქმედმა სპორტსმენებმა და შინ ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო წამოიღეს.  I ადგილი ფირუზ მარკოიძე ( 55 კგ) მარჯვენა და მარცხენა მკლავი  III ადგილი…