დღეს, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ახალი სარაგბო სეზონის პირველი საშინაო შეხვედრა პირველი ლიგის გუნდებს ოზურგეთის „არწივებსა“ და თბილისის „წიქარას“ შორის.

ოზურგეთელთა განახლებულმა გუნდმა შეხვედრის პირველ ნახევარში საჯარიმო დარტყმით გახსნეს ანგარიში _3:0. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი ლელო დადეს მასპინძელთა კარში. 3:7..
მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ 2 ლელო გაიტანეს და ოზურგეთელებმა ერთი და 8:19 აგებდნენ შეხვედრას. თუმცა შემდეგ გარდატეხა შეიტანეს თამაშში, ორი ლელო დადეს, გარდასახვაც წარმატებით შეასრულეს და საბოლოოდ 22:19 დაამარცხეს მეტოქე.
ოზურგეთელთაგან ლელო დავით გასვიანმა, საბა ნებიერიძემ, ბაჩანა ძოძუაშვილმა გაიტანეს, 2 გარდასახვა წარმატებით შეასრულა ოთარ მჟავიამ, ხოლო ჯარიმა _ლაშა მჟავანაძემ.
პირველ ტურში „არწივები“ სტუმრად „რუსთავთან“ დამარცხდნენ 8:18, თუმცა, როგორც გვითხრეს, მასპინძლებმა „არწივების“ ყოფილი მორაგბე ჰყავდათ განაცხადში, რომლის „რუსთავში“გადასვლა არ იყო შეთანხმებული „არწივების“ დირექციასთან. მატჩი გასაჩივრებულია.
მსგავსი სტატიები
- 75
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 68დღეს „ფოთის პარკი არენაზე“ საქართველოს პირველობაზე დიდი 10-ის მე-12 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „აკადემიას“ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და ამჟამად 16 ქულა აქვს.დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „აკადემიასთან“ მოიპოვა. ამ მატჩში 12 ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო „აკადემიის“ ანგარიშზეა.…
- 68ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 68დღეს, ქ. თბილისში, „რაგბი პლატოზე“ საქართველოს პირველობაზე დიდ 10-ში დასარჩენ პირველ მეტჩში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „არმია“ 24:22 დაამარცხეს. ლელო ოზურგეთელთაგან გიორგი ბეჟანიძემ, საკიუსა ბასეისეიმ და ჯამბა ულემგომ გაიტანეს. მარვინ ფრედერიქსმა კი 3 გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულა. განმეორებითი შეხვედრა 19 მაისს ფოთო-არენაზე 16 საათზე დაიწყება.
- 67
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…