კომპანია „პარვუს ჯგუფისა“ და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გასულ სასწავლო წელს შემოქმედის თემის სამი სკოლის მოსწავლეებს  – კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე – „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად შეძლებენ დაასაბუთონ რა როლი აქვს განახლებად ენერგიებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში, ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხო, ეკოლოგიური  მომავლის შექმნაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომავალში თავად იქნებიან ჩართული ენერგეტიკული პროექტების მართვასა და განხორციელებაში.

ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე ტრენერებმა გამართეს შემაჯამებელი შეხვედრა „ღია გაკვეთილის“ ფორმატში   პედაგოგთა და მშობელთა მონაწილეობით.  ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ შეძენილი უნარების და ცოდნის გაზიარების საშუალება.  მათი თხოვნით კომპანია მიმდინარე სასწავლო წელსაც გააგრძელებს ტრენინგებს „საკვირაო სკოლის“ ფორმატში, რომლის ფარგლებშიც  განახლებადი ენერგიების შესახებ ცოდნის გარდა, გამოიმუშავებენ პროექტების წერის უნარებს, ჩატარდება პროფესიული ორიენტაციის ვორქშოფები, მოსწავლეების ჩართულობით წელსაც დაიგეგმება  დასუფთავების და გამწვანების აქციები, ტური ობიექტზე და სხვა აქტივობები.

კომპანია “პარვუს ჯგუფი” წელს კიდევ უფრო გააფართოებს საგანმანათლებლო პროექტების სამიზნე აუდიტორიას და  შემდეგი კვირიდან აქტიურად დაიწყებს ტრენინგების ციკლს  პედაგოგებისთვის, მათივე საჭიროებების და სურვილების გათვალისწინებით.  წინასწარი შეხვედრების შემდეგ პედაგოგებმა  ბავშვთა კვალიფიციურ ფსიქოლოგთან, ინკლუზიური განათლების სპეციალისტთან შეხვედრების სურვილი გამოთქვეს. ასევე ჩატარდება პროექტების წერის და ფონდების მოძიების სემინარები და ვორქშოფები სხვადასხვა უნარების გამომუშავების მიზნით.

საერთაშორისო ინსტიტუტების პრაქტიკით აღიარებული რეგულაციების მიხედვით,  გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით, ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას  კომპანიას აქვს ვალდებულება  კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თემში სოციალური საკითხების მიმართულებით გარკვეულ აქტივობები განახორციელოს,  წინასწარი მოკვლევების საფუძველზე გამოიკვეთა ჯანდაცვის და განათლების  მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მიმდიბნარეობს და კვლავაც გაგრძელდება სხვადასხვა პროექტების  განხორციელება.  ამ მიმართულებით კომპანია მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას ჩართულობისკენ, იდეების, საჭიროებების გაზიარების და მონაწილეობის კუთხით.  

დაფინანსებული ფართი

მსგავსი სტატიები

  • 98
    გომის სკოლის განახლებული სივრცეები „დედაენის“ ზეიმით გაიხსნა„პარვუს ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში,შემოქმედის თემის სკოლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება. კომპანია ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა განათლებასა და ცნობიერების ამაღლებაზე, ისე მათთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნაზე. გომის სკოლაში ახლახანს დასრულდა მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. გარემონტდა ორი საკლასო ოთახი და სპორტული სივრცე. პირველკლასელთა ანაბანთან შეხვედრის ზეიმი მათთვის…
  • 96
    USAID-ს სამენტორო პროექტში მთისპირის საჯარო სკოლის მოსწავლე იღებდა მონაწილეობასმენტორობის პროგრამა USAID-ს ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამისა და არასამთავრობო ორგანიზაციისა (ა)იპ „ქალები ენერგეტიკაში“ თანამშრომლობით დაიგეგმა  და განხორციელდა საქართველოში. მენტორობის ინიციატივა, რომელიც 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში განხორციელდა, ინოვაციური აქტივობაა, რომლის მიზანს მთელი ქვეყნის მასშტაბით უფროს კლასელ გოგონებში  STEM-ისა (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) და განახლებადი ენერგიის დარგების მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა. შეირჩა…
  • 96
      კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე. შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს 15:00 საათზე სასტუმრო ჰოლიდეიინნ-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორგანიზატორები მსმენელს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს. საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური…
  • 95
    ბახვი ჰესის სტუდენტური გრანტის პროგრამაბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში არსებული სტუდენტური გრანტით 2024 წლის სექტემბრიდან კიდევ ორი სტუდენტი ისარგებლებს. სოფელ ჩხაკაურას მკვიდრი მარიამ ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მთისპირელი ქეთევან მათითაიშვილი კი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლის ეკოლოგიის ფაკულტეტზე.  ქეთიც და მარიამიც ჩხაკაურასა და მთისპირის საჯარო…
  • 95
    „პარვუს ჯგუფმა“ ახალი სასწავლო წლის დაწყება შემოქმედის თემის სკოლების მოსწავლეებთან ერთად აღნიშნაკომპანია „პარვუს ჯგუფი“ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თემის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროექტების განხორციელებას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია შემოქმედის თემის მოსწავლე ახალგაზრდობისთვის, ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო აქტივობებს სამ სკოლაში, შემოქმედში, გომსა და კვირიკეთში ახორციელებს. გამორჩეულად ლამაზი სასწავლო წლის დასაწყისი ჰქონდათ ადგილობრივებს წელს, კომპანიის წარმოამდგენლებმა წინა საღამოს…