დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის ოფისში ჟურნალისტებთან ბრიფინგი გაიმართა. წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დავით მჟავანაძემ და თათია ნიკოლაიშვილმა.

ისინი აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან კრიმინალური ავტორიტეტები და სპორტსმენები (მოჭიდავეები).

მათი განმარტებით, ამ ადამიანების მობილიზება „ქართული ოცნების“ დელეგატის მიერ მოხდა, რათა მათ ამორჩეველი დააშინონ და  არჩევანი ხელისუფლების სასარგებლოდ გააკეთონ.

მათ განაცხადეს, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან წარსულში ნასამართლევი, ე.წ. „გლდანის ციხის მაყურებელი“ ზურაბ ნონიაშვილი, ე.წ „კრიმინალური ავტორიტეტი“ ირაკლი (დოლა) დოლიძე, სასამართლოს მიერ ზონდერობისთვის გამტყუნებული,  ლაშა გიორგაძე, ძმები გეგეშიძეები და კორცხელის ინციდენტში მონაწილე ზონდერები,რომლებიც ამჟამად   გურიაში ხალხის დაშინებით არიან დაკავებულები.

თათია ნიკოლაშვილმა და დავით მჟავანაძემ ბრიფინგზე მყოფ ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს  ფოტოები და ვიდეოკადრებიც უჩვენეს, სადაც მათი მტკიცებით ჩანან კრიმინალური ავტორიტეტები და მოჭიდავეები.

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ