პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, დაბა ნარუჯისა და ლაითურის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერით გაწეულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ოზურგეთი აუცილებლად გააკეთებს ღირსეულ არჩევანს და ხმას მისცემს მშვიდობას, კეთილდღეობას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ევროპულ მომავალს. მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მხარდამჭერს ნდობისთვის!“ , _ განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა და საარჩევნო კამპანიას აქტიურად განვაგრძობთ ოზურგეთში. თანამოქალაქეებს ქვეყნის მომავალზე ვესაუბრეთ და ჩვენი პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გავაცანით. მჯერა, საზოგადოება 26 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებს და მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებას, შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, მეტ კეთილდღობას და საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, რისი მიღწევაც რეალურად მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებას შეუძლია საზოგადოების მხარდაჭერით!“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთო კუნჭულია და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე.
წყარო: ipn.ge
ფასიანი პოლიტიკური რეკლამა
მსგავსი სტატიები
- 9526 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
- 91დავასრულეთ საარჩევნო კამპანია გურიაში. შევხვდით ყველა თაობის ადამიანს და გვქონდა პოზიტიური შეხვედრები, სადაც მოსახლეობას გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მეამაყება, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენდი გურიას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.…
- 87საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების…
- 86არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 86დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…