„კოალიცია ცვლილებებისთვის“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად აცხადებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია სიის პირველი ნომერი, პოლიტიკაში შემოვედი იდეებისათვის და ამ ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე დღეს უარს ვამბობ ჩემს საპარლამენტო მანდატზე“,– განაცხადა ბრიფინგზე ნანა მალაშხიამ.

მალაშხიას თქმით, კოალიცია  ცვლილებების ასევე სიის პირველო ოცეული უარს ამბობს მანდატებზე.

„ასევე მიერთდება სიის ოცეული: ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გიგა ლემონჯავა, თენგიზ ცერცვაძე, ცოტნე კობერიძე, გიორგი კირთაძე, ივანე ჭყონია, ხათუნა სამნიძე, ოქტაი ქაზუმოვი, მაია კოპალეიშვილი, ბორის (ჩელე) ყურუა, ანა გოგოლაძე, გიორგი ბუტიკაშვილი, გიორგი იმედაშვილი, ელენე ხოშტარია, სოფია გოლეთიანი, მარიკა არევაძე, ანი ქავთარაძე, თორნიკე ბიკაშვილი“, – თქვა ნანა მალაშხიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია – 3 100. წინასწარი შედეგებით, 5%–იანი ზღვარი 5-მა პარტიამ გადალახა. ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

N4 – „კოალიცია ცვლილებებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 10. 923%;

N5 – „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“– 10. 122%;

N9 –„ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის“ – 8.781%;

N25 – „გახარია საქართველოსთვის“ – 7.761%;

N41 – „ქართული ოცნება“ – 54. 086%;

მსგავსი სტატიები

  • 75
    კოალიცია „ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიის პირველი ოცეული1. ნანა მალაშხია 2. ნიკა მელია 3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 4. გიგა ლემონჯავა 5. თენგიზ თევზაძე 6. ცოტნე კობერიძე 7. გიორგი კირთაძე 8. ივანე ჭყონია 9. ხათუნა სამნიძე 10. ოქტაი ქაზუმოვი 11. მაია კოპალეიშვილი 12. ბორისი ყურუა 13. ანა გოგოლაძე 14. გიორგი ბუტიკაშვილი 15. გიორგი იმედაშვილი 16. ელენე ხოშტარია 17.…
  • 66
    ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ბრიფინგი გამართასაარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
  • 61
    26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცესკო-ში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართადღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
  • 61
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრაქტიკაზე ინფორმაციას ავრცელებსარასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
  • 60
    ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…

არ გამოტოვოთ