დღეს, ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიას გეგმიურად გადასათვლელი უბნები ლოტოტრონის პრინციპით უნდა გამოევლინებინა.
როგორც კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ განაცხადა, დამატებით კიდევ ქ. ოზურგეთის #03 საარჩევნო უბნების ბიულეტენებსაც გადაითვლიდნენ, რადგან აღნიშნულ საარჩევნო უბანს საოლქოში შესწორების ოქმი არ წარმოუდგენია.
_მაქვს წინადადება, რომ ვერიფიკაციის ჩეკები ხელახლა გადაითვალოს _მიმართა კომისიის თავმჯდომარეს „სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელმა რაისა ქონიაძემ.
_არც ერთ უბანზე არც ერთ დამკვირვებელს არ დაუფიქსირებია რაიმე სახის დარღვევა ვერიფიკაციის ჩეკებთან დაკავშირებით. არც ერთ საუბნო კომისიაში არ შესულა ამ თემაზე საჩივარი _უპასუხა ბერდია ლომიძემ.
ქონიაძის მოთხოვნა ჩეკების გადათვლის შესახებ, კენჭისყრაზე დაყენეს, რასაც, მხოლოდ კომისიის ხუთმა წევრმა დაუჭირა მხარი.
შემდეგ ლოტოტრონის საშუალებით გამოვლინდა ის უბნები, სადაც საარჩევნო ბიულეტენები დამატებით უნდა გადაითვალონ. ესენია ## 05, 06,07, 11 და 38-ე საარჩევნო უბნები. გარდა ამისა დამატებით გადაითვლიან #03 საარჩევნო უბნის შედეგებს, საიდანაც არ არის წარმოდგენილი შესწორების ოქმი.
მსგავსი სტატიები
- 71საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 70დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლის დარბაზში ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი #05, 06, 07, 38-ე და მე-11 საარჩევნო უბნების ბიულეტენები გადაითვალეს.ასევე გადაითვალეს #3 საარჩევნო უბნის ბიულეტენებიც. _საარჩევნო კანონის შესაბამისად მიმდინარეობს ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილ უბნებში საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის პროცესი. აქედან წვაერმაღალას #11 და ორმეთის #38-ე უბნებზე ხმის მიცემა ტრადიციული…
- 66საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.…
- 66არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 66დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…