დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლის დარბაზში ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიამ ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილი #05, 06, 07, 38-ე და მე-11 საარჩევნო უბნების ბიულეტენები გადაითვალეს.ასევე გადაითვალეს #3 საარჩევნო უბნის ბიულეტენებიც.
_საარჩევნო კანონის შესაბამისად მიმდინარეობს ლოტოტრონის პრინციპით გამოვლენილ უბნებში საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის პროცესი. აქედან წვაერმაღალას #11 და ორმეთის #38-ე უბნებზე ხმის მიცემა ტრადიციული მეთოდით განხორციელდა. დამატებით კიდევ ქ. ოზურგეთის #03 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები გადაითვლება, რომელშიც მთვლელები არიან: საოლქოს 2 წევრი, 9~(ერთი ცესკოს მიერ დანიშნული, ერთი პარტიიდან), ასევე კონკრეტული უბნის 2 წევრი (ერთი პარტიიდან). აღნიშნულ პროცესს კონკრეტული უბნის კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს _გვითხრა ოზურგეთის #60 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძემ.
_საპარლამენტო არჩევნები ფარულობის პრინციპის დარღვევით გაიმართა. ყველა კონვერტს ეტყობოდა ვინ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა. ქვეყნის მასშტაბით არაერთი დარღვევის მოწმე ვართ. არ ვამბობ, რომ ოზურგეთში ყველა უბანზე დარღვევებით წარიმართა არჩევნები. მაგალითად, კარგად ჩატარდა არჩევნების ოზურგეთის #03 და შემოქმედის საარჩევნო უბნებში. _გვითხრა „ოპოზიცია ცვლილებებისათვის“ წარმომადგენელმა ნინო კილაძემ.
გადათვლის პროცესს ცდომილება არ გამოუვლენია.
_
მსგავსი სტატიები
- 85საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით,…
- 81დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
- 81არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…
- 7926 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენებს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისა და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება. განცხადების თანახმად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი…
- 78საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.…