ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, „იძველბიჭოს“ და ამაზე პასუხს თუ მიიღებს, პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან – ეს არის „ნაცი“ პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ, რომ აქციონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინციდენტს, რა დროსაც აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული საქართველოს მოქალაქეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ნაცის „ბლატაობა“, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაში გამოიხატება: ჯერ უნდა იუზრდელოს, მერე უნდა იპროვოკატოროს და იძველბიჭოს თან, ნაცმა, რომლების 80%-ზე მეტი სადარბაზოებიდან თავს ვერ ყოფდნენ თავის დროზე, იძველბიჭოს, იგინოს, დედა იგინოს და ყურს შეაჩვიოს ეს დედის გინება, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია ქართველისთვის და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან და მერე, როცა მიხვდება, რომ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მართლები აღმოჩნდნენ, იმიტომ რომ ისინი საპასუხო რეაქციაში იმყოფებოდნენ, რეაგირების ფარგლებში იმყოფებოდნენ და აბუ დაბის პოლიციამ ეს გაითვალისწინა, მერე უკვე ეს ამბავი და მთელი სიმძიმის ცენტრი, თავისი საჩივრის თუ დამოკიდებულების პოლიციაში გადაიტანოს ადამიანზე, რომელმაც ამ დეპუტატებს მხარი დაუჭირა და ის ადამიანია ახლა დაკავებული და მის გათავისუფლებაზე ან არ გათავისუფლებაზე მიდის საუბარი წარმოიდგინეთ. ანუ ინტრიგანობა, პროვოკატორობა, მერე ძველბიჭობა და მერე ჩივილი, რანაირი ქართულია? რაში ჯდება? ეს არის ნაცი პროვოკატორის ქცევის წესი“, – განაცხადა მამუკა მდირანარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მსგავს ქმედებას არასდროს იკადრებს.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის თითოეული ნაბიჯი სამშობლოს ემსახურება და აქედან გამომდინარე აგენტების ან აგენტების მოწყვლადი ხალხის შიშით ვინმემ ქუჩაში არ გაიაროს წარმოუდგენელია.

„იმ ადამიანზე ბევრი რაღაცა გავიგეთ, ამის იქით ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ, ჩემ თავს ვცემ პატივს და საზოგადოებას, რომელიც გვისმენს, მაგრამ ეს არის ნაცის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ აქციონ. აქაც იგივე პასუხი გვაქვს, ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა მომხრეებმა, ქართველებმა სისხლით და ხორცით და სულით, რომ იკადრონ მსგავსი რაღაცა, ანუ წარმოიდგინეთ ნაცებისთვის არ უკადრებიათ, ქუჩაში ნაცებს ხედავენ ადამიანები – მკვლელებს, ჯალათებს და ამ სისტემის სათავეში მყოფებს და იმას ატარებენ მოთმინებით და სამოქალაქო პასუხისმგებლობით და ესენი მოგონილი ბრალდებით დასდევენ დეპუტატებს. ჩემ სამშობლოს ვემსახურო და ქუჩაში არ გავიარო ამაზე მქონდეს საფიქრალი? აქ მართლა თავს შეაკლავს ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი, რომელსაც აქვს რწმენა, რომ საკუთარ სამშობლოს ემსახურება, ჩემიდან დაწყებული ბევრიდან გაგრძელებული და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილით  დაწყებული, ყველა ჩვენგანი ღრმად ვართ იმაში დარწმუნებული, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი ჩვენ სამშობლოს ემსახურება და აქედან გამომდინარე ვიღაცა აგენტების ან აგენტების მოწყვლად ხალხს, თავის სასარგებლო იდიოტებს, თვითონ რომ ეძახიან, იმათი შიშით ვინმემ ქუჩაში არ გაიაროს? მართლა ქართველი კაცი ამისთვის თავს გადადებს და ცოტა დაფიქრდნენ რას ლაპარაკობენ და რას აკეთებენ“, _ აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები

  • 97
    გიგა ბოკერია - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
  • 95
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 91
    პრეზიდენტი - 3 კვირა გავიდა და არც ერთ მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს არჩევნები აღიარებული - ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა!3 კვირა გავიდა და არც ერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში „ეკონომიკური და ფინანსური…
  • 90
    „მეტი ქალი პოლიტიკაში“_ბევრი სიკეთის მომტანიაინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან  _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
  • 90
    სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ ღრმა კრიზისში და ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, არის სტაბილურობა - ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველვყო სტაბილურობა გარდამავალ პერიოდში ახალ არჩევნებამდევრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება. ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში არ დარჩა არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. ყველა სხვა ინსტიტუტში გაბატონებულია ერთპარტიული მმართველობა, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი…