კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
აღინიშნა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 2600-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც საყურადღებო მაჩვენებელია. მთავრობა სიტუაციას სრულად მართავს, თუმცა აუცილებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად არ გაუარესდეს და ქვეყანა შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის უწყება ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებული 5700-ზე მეტი საწოლიდან, თავისუფალია დაახლოებით 1300 ადგილი და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ასევე, დეფიციტი არ არსებობს ბავშვთა საწოლფონდის კუთხით.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა, რომელიც აქტიურად გრძელდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ჯამურად მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების – „სინოფარმის” და „სინოვაკის” ჯამში 1,5 მილიონი დოზა. ვაქცინაცია გრძელდება „ასტრაზენეკათი”, ასევე – „ფაიზერის” ვაქცინით, რომლის დამატებით დოზებს ქვეყანა უახლოეს დღეებში ელოდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო აქტიურად და სწრაფად წარმართვისთვის მოკლე ვადაში მომზადდება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში.
საბჭოს წევრებმა, ინტენსიური ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ხაზი გაუსვეს დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რათა თავიდან იყოს აცილებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. როგორც ცნობილია, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გაჩერებებზე, ბაზრობებსა და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში.
19 ივლისიდან ამოქმედდა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული მონაწილეები, ან პირები, წინასწარი PCR თუ ანტიგენ-ტესტირების საფუძველზე;
ასევე, აკრძალულია ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად; 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევა სავალდებულო ტესტირების რეგულაციის ნაწილში და სავალდებულო ტესტირებას აღარ დაექვემდებარებიან სრულად ვაქცინირებული პირები.
ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 390 945 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 367 130 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 592 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 70 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1120 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4495 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, _აღნიშნულზე ინფორმაცის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 86დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 78გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 78ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…
- 78სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 76სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…