გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მერ დავით შარაშიძესთან ერთად, სოფელ ზემო სურებში იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

,,გურიის რეგიონში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია.ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზა სრულად არის გავლადი.

ერთ-ერთ რთულ ლოკაციას წარმოადგენდა ჩოხატაურის სოფელ სურებთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც უკვე გაწმენდილია და გადაადგილება შესაძლებელია თავისუფლად.

ქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების დარიგება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამის საჭიროება გააჩნიათ.

რაც შეეხება, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს, მთელი რეგიონის მასშტაბით სრულად არის აღდგენილი მათი მიწოდება.

მსგავსი სტატიები

  • 63
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მეწყრული პროცესებით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნოგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილე ლაშა ჭელიძესთან და ჩოხატაურის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად დაბა ჩოხატაურისა და სოფელ ბუკისციხის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესებით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 849 750 ლარს შეადგენს.
  • 63
    ჩოხატაურში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გაეცნოჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა საჭამიასერი-მამულარის გზის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს სოფელ ქვემოხეთში, ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 495 000 ლარი გამოიყო.
  • 63
    სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშიასამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პროექტი ითვალისწინებს 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლის და საველე გასასვლელების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, პირველ 6 კილომეტრზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენის დაგება, ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მონტაჟი, მიმდინარეობს საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. აღნიშნული…
  • 63
    გურიის რეგიონში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 54.6 მილიონი ლარით ფინანსდებაინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში დაგეგმილი 28 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა და 14 ბაღის სამუშაოებს ასრულებს. დაგეგმილია კიდევ 10 ბაღის სრულად განახლება. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად…
  • 62
    გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობსგურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის რეგიონის მასშტაბით რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექროენერგია. პრობლემურ ადგილებში მობილიზებულია ,, ენერგო პრო ჯორჯიას" ჯგუფები, რათა დროულად მოხდეს მოქალაქეებისთვის ელექტროენერგის აღდგენა. გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები. საგანგებო…