ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო მაგისტრალური გზების მშენებლობის მიმდინარეობას და გურიის რეგიონში არსებულ გამოწვევებს გაეცნო.
გრიგოლეთი-ქობულეთის 14-კმ-იანი მაგისტრალური გზის 11-კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, მიმდინარეობს 3-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოები.
გრძელდება სამტრედია–გრიგოლეთის მესამე მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 12-კმ-იანი 4-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის მშენებლობას. ამ ეტაპზე ქვის სვეტებისა და სადრენაჟე ფენის მოწყობა მიმდინარეობს.
მსგავსი სტატიები
- 74
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს…
- 73
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
- 73
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში დაგეგმილი 28 საბავშვო ბაღიდან 4 ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა და 14 ბაღის სამუშაოებს ასრულებს. დაგეგმილია კიდევ 10 ბაღის სრულად განახლება. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად…
- 73
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის…
- 72გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, ასევე იმსჯელეს რეგიონის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.