ქ.ბათუმში დამთავრდა საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველობა ჭადრაკში 8,10,12,14, 16 და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელშიც განსაკუთრებული მიღწევების მქონე 300-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. გურიის რეგიონიდან ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკის 20-მდე მონაწილე იყო ჩართული, რომლებმაც ეს უფლება I ლიგაში და რეგიონალურ პირველობებში მიღწეული წარმატებებისათვის მიიღეს. ჩემპიონატში ავტომატურად იყო ჩართული, ქვეყნის შარშანდელი ჩემპიონი, ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი, რომელიც 42 თანატოლთან პაექრობაში, ბუნებრივად მხოლოდ უმაღლესი ადგილისათვის იბრძოდა. მან ამ ჩემპიონატში ბრწყინვალედ თამაშით აჩვენა, რომ სპორტული დონე შარშანდელთან შედარებით ბევრად მომატებული აქვს, რაც შემტევ, კომბინაციური შეწირვებით გაჯერებულ და ღრმად გააზრებულ პარტიებში გამოავლინა. ნათამაშები 9 პარტიიდან, მას მხოლოდ ერთ პარტიაში არ გაუმართლა , ისიც მთავარ მეტოქესთან-ზუგდიდელ ანდრია ჯახაიასთან, სადაც ბოლომდე ვერ გათვალა დაწყებული კომბინაცია და პარტიის დათმობა მოუწია. ეს ნაჩუქარი უპირატესობა ჯახაიამ ფინიშამდე შეინარჩუნა და 8 ქულით ჩემპიონიც გახდა. ლაზარე 7,5 ქულით ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ლაზარეს გააზრებული კომბინაციური თამაშის სტილი, ამ ასაკში ძალზე იშვიათია.
გურიის წარმომადგენლებიდან დადებითი შედეგი (ქულების 50%-ზე მეტი) აჩვენეს ლანჩხუთელებმა მიხეილ აფხაზავამ (18 წლამდე ასაკის) თეკლა მშვიდობაძემ (12 წ,) და ლიკა კლდიაშვილმა (8 წ,), რომლებმაც 5-5 ქულით დაამთავრეს ჩემპიონატი. შესაძლო ქულების ნახევარი, ანუ 4,5-4,5 დააგროვეს ოზურგეთელებმა ანდრია ადეიშვილმა(8 წ.), მარიამ მახარაძემ(12 წ.) და.ლანჩხუთელმა ნინო გუნიამ916 წ).
ინფორმაციისათვის ავღნიშნავთ, რომ ლაზარე ჩხარტიშვილმა ვიცე- ჩემპიონობის მოპოვებით ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის დაფინანსებული საგზური მიიღო. ბუნებრივია მის ამ წარმატებას მოჰყვა ინდივ.რეიტინგის მნიშვნელოვანი მატებაც.
ზურაბ ანდღულაძე,
გურიის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე

მსგავსი სტატიები

  • 84
    დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირსდინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
  • 82
    ლაზარე ჩხარტიშვილი ერთპიროვნული ლიდერიათბილისის ჭადრკის სასახლეში დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონატი 10, 14, და 18 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის მასში მონაწილე 150 მოჭადრაკიდან გურიას 4 მონაწილე წარმოადგენს. . მათ შორის ოზურგეთიდან ლაზარე ჩხარტიშვილი(10წ.) და ლიზი ვასაძე(14 წ) , ხოლო ლანჩხუთიდან ლილე ფირცხალაიშვილი (14 წ) და მიხეილ აფხაზავა(18…
  • 82
    „ეს იყო საოცარი და დაუვიწყარი ცერემონია“4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
  • 81
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 80
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…

არ გამოტოვოთ