ინგლისის 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონია. სლოვაკეთში გამართული კონტინენტის ახალგაზრდული პირველობა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ინგლისელებმა ფინალში გერმანელები 3:2 დაამარცხეს.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო იყო. შეხვედრა სწრაფი გოლით დაიწყო. მე-5 წუთზე ჰაჩისონის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, არეულობით ჰარვი ელიოტმა ისარგებლა და შეაგდო.
გოლის შემდეგაც ინგლისელების უპირატესობა იყო. ბრიტანელებს პირველ ტაიმში იმდენის გატანა შეეძლოთ, საქმე მომთავრებული იქნებოდა, თუმცა მათ სიზუსტემ არაერთხელ უმტყუვნა. ხშირად არც კარგი პასი გამოდიოდა, რომ შემტევს დაესრულებინა.
24-ე წუთზე ჰაჩინსონმაც გაიტანა. ინგლისელებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, მაკკატიმ მე-11 ნომერს უპასა და მანაც ძლიერი დარტყმით მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში მიუჩინა ბურთს ადგილი.
გერმანელებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ და თითქოს მათი თამაში ვერ იპოვეს, თუმცა პირველ ტაიმში სხვაობა მაინც შეამცირეს. 45+1 წუთზე ნებელის ჩაწოდების შემდეგ, ვეიპერმა თავით მშვენიერი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმიც ინგლისელთ აქტიურობით დაიწყო, თუმცა ეს აქტიურობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. გერმანელებმა ბურთი მოიპოვეს და გაიტანეს. 61-ე წუთზე კუთხურის შემდეგ, ბურთი ნებელს მიუვიდა, რომელმაც გაისწორა, დაარტყა და მშვენიერი ბურთი შეაგდო. ანგარიში გათანაბრდა, გერმანია კი გააქტიურდა. საქმე საბოლოოდ დამატებით ტაიმებამდე მივიდა.
დამატებულ დროში ინგლისმა გერმანიას აჯობა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში, შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა იაქტიურეს და გამარჯვების გოლი გაიტანეს. მორტონის მარჯვნიდან ჩაწოდების შემდეგ, როუმ თავით შეაგდო. საბოლოოდ 3:2 და ინგლისმა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, ისე კი მეოთხედ მოიგო.
მსგავსი სტატიები
- 79
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 78
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 78
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-3 და მე-4 ლიგის მორიგი შეხვედრები გაიმართა. მე-3 ლიგის მე-7 ტურის მატჩში ჩოხატაურის „ბახმარომ“ გარდაბანში წააგო ლიგის ერთ-ერთ აუტსაუდერთან 1:2. მე-4 ლიგაში „გურიამ“ და „მერცხალმა“ მე-6 ტურში წარმატებებს მიაღწიეს. „გურიამ“ შინ „სამგურალი 2“ დაამარცხა 1:0, ხოლო „მერცხალმა“ სტუმრად „იბერია 2010“ დაამარცხა _3:2. „ბახმაროს“ 7 ქულა აქვს და…
- 78
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
- 77
დიდი 10-ის ბოლოსწინა ტურში, „ბათუმმა“ ოზურგეთის „არწივების’“ წინააღმდეგობა მეორე ტაიმში გატეხა და ბონუსით, 49:17 გაიმარჯვა. ზღვისპირელები 49 ქულით მე-3 ადგილზე არიან და თუ ამ პოზიციის შენარჩუნება მოახერხეს, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ. „არწივები“ 18 ქულით ბოლოსწინა, მე-9 პოზიციაზე რჩება და დიდი 10-ში დასარჩენი ფლეი ოფისთვის ემზადება. ბათუმში თამაში…