ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურიას“ ფარგლებში, 5 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტური _„გაიცანი ადგილობრივი ბიზნესები“. ტურის მიზანი ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა გახდათ.
პრესრელიზში ვკითხულობთ : „ტური წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ადგილობრივი ინიციატივების პოპულარიზაციისა და წარმატებული მეწარმეების წარმოსაჩენად, რომლებიც სოფლის მდგარი განვითარების, ეკონომიკის გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ინსპირაციის რეალურ მაგალითს ქმნიან.“
არ შევუდგებით მტკიცებას, რომ „მწვანე გურია“ რადიკალურად შეცვლის სოფლად მცირე შემოსავლების ამარა დარჩენილ ათასობით მოქალაქის ყოფას, თავაუღებელ შრომაში მყოფ ადამიანებს მიწვდება, რომ მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებს შექმნის კერძო სექტორში, რაც ხალხის კეთილდღეობაზე აისახება, რეგიონის ტურისტული პოტენციალი გაიზრდება, თუმცა გარკვეულ შედეგსაც მივიღებთ_რეგიონში რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება და გაიუმჯობესებს ყოფას…
სოფელ ლესაში არსებული სანერგე ყოველწლიურად ათასობით სხვადასხვა სახის ნამყენ ნერგს აწვდის ბაზარს.
_წელს 20 ათას ძირზე მეტი გურული ვაზის ნერგი, ძირთადად „საკმიელა“, მივაწოდეთ ბაზარს. მხოლოდ სოფელ შემოქმედში 5 ათასი ვაზის ნერგი წაიღეს. აქ ჩვენ გამოგვყავს, დაფნის, ტყემლის და სხვადასხვა ხილის ათასობით ნერგი_ გვითხრა სანერგეს ხელმძღვანელმა რევაზ ზენაიშვილმა. მანვე გვითხრა, რომ მათ ესაჭიროებოდათ დანადგარი, რომლის ღირებულება 20 ათას ლარს შეადგენდა, საიდანაც 10 ათასი ლარი დაფინანსდა პროექტს „მწვანე გურიას“ მხარდაჭერით.
რევაზ ზენაიშვილს წაბლის გაშენების შესახებ ვკითხეთ.
_წაბლი მომავლის კულტურაა, უნიკალური თაფლმომცემი მცენარე. მისი ყვავილისაგან მიღებული თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. წაბლის პლანტაციების გაშენება-მოვლა დაბალ ბიუჯეტიანია და მზარდი დინამიკის მქონე საექსპორტო პროდუქტია. ჩვენთან კავკასიური წაბლი ხარობს _გვითხრა რევაზ ზენაიშვილმა.
შემდეგ სოფელ გვიმბალაურში გიორგი დარსალიას საწარმო ვნახეთ. ეს პროექტს „მწვანე გურიას“ ერთ-ერთი „მსხვილი“ დაფინანსების პროექტია და 160 ათას ლარს შეადგენს.
_„ქართული კალათა“ წლებია სუპერმარკეტებს, როგორიცაა „გუდვილი“ და სხვა, სხვადასხვა ხილის ნაწარმით ,_ ჩირი, ჩურჩხელა, ასევე მაყვლის საწებელი, ხილის ზეთი და ა.შ. აწვდის. ჩვენს პროდუქციას იცნობენ ბაზარზე და პოპულარობითაც სარგებლობს. ახლა. აქ, სადაც 10 ჰექტარი მიწის ფართი გაგვაჩნია,ახალ საწარმოს ვაშენებთ, სადაც ადგილობრივ მუშა ხელს დავასაქმებთ. „მწვანე გურია“ ჩვენ ძირითადად ახალი დანადგარის შეძენაში დაგვეხმარა. ისე ჩვენ აქ, თანადაფინანსებით 350 ათას ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული. აქაც იმ პროდუქციას გამოვუშვებთ, რომლებითაც ვამარაგებთ მარკეტებს. სავარაუდოდ ბადაგის შემოტანა მოგვიწევს უცხოეთიდან, არასასაკმარისია ქართულ ბაზარზე, დანარჩენ პროდუქციას აქ ვაწარმოებთ _გვითხრა გიორგი დარსალიამ.
სამომავლოთ საწარმოს ტერიტორიზე, რომლის მშენებლობაც ფაქტიურად დასრულებულია, რესტორნის აგებასაც გეგმავენ…
ქალაქ ლანჩხუთში, ცენტრალურ პარკთან ახლოს ლაშა გვარჯალაძეს ავტოსამრეცხაო აქვს გახსნილი.
_ ავტოსამრეცხაოსათვის შენობა თავად ავაგე. „მწვანე გურიაში“პროექტი წარვადგინეთ ავტოსამრეცხაოს დანადგარების შესყიდვაზე. 40 ათასამდე ლარით დაგვაფინანსეს. თანამედროვე ავტოსამრეცხაო გვაქვს, თანადაფინანსებით შევიძინეთ კონდიციონერი, ყავის აპარატი, სამრეცხაოს მომსახურების პერიოდში, ავტომანქანაში მყოფ მგზავრებს შეუძლიათ დაისვენონ, ყავა მიირთვან.
დასაქმებული ერთი ადამიანი გვყავს, რომელსაც შეუძლია ავტომანქანებს მოემსახუროს. ჩააატაროს ქიმწმენდა, პოლირება და ა.შ. რაც მთავარია, მომხმარებელი ჩვენი მომსახურებით კმაყოფილია _გვითხრა ავტოსამრეცხაოს მეპატრონემ ლაშა გვარჯალაძემ.
სოფელ შუხუთში ფერემერებისათვის საჰაერო შეწამვლის სერვისი ამუშავდა.
_ აგროკულტურების შეწამვლა უახლოესი დრონის მეშვეობით, რეალობად ვაქციეთ, რისთვისაც შევიძინეთ დრონი „DJI TSO“. აღნიშნული დანადგარი 65 ათასი ლარი ღირს, საიდანაც „მწვანე გურიამ“ 44 ათასი ლარით დაგვაფინანსა. ასეთი დრონები მიზანშეწონილია როგორც მრავალწლიანი კულტურების ბაღების, ისე ერთწლიანი კულტურების ფართობების შესაწამლად. ჩვენ პრიორიტეტს ამ უკანასკნელის და 5 ჰექტრამდე ფართობების მომსახურებას ვანიჭებთ _გვითხრა გიორგი ჩხაიძემ.
_ადრე სოფელ აცანაში 64 ოჯახი მისდევდა მეთუნეობას. აკეთის მიწა ყველას ჰყოფნიდა. აქაური ნაწარმი _ ღვინის ქვევრები, მრგვალი კეცები, თიხის დოქები, ფიალები, სხვა სასმისები, საყვავილეები და ა.შ. საყოველთაოდ იყო ცნობილი. ბოლოს ორნი შემოვრჩით. ჩემი კარის მეზობელი ორი კვირის წინ დაკრძალეს, ახლა ერთადერთი მეთუნე ვარ სოფელში, _ გვითხრა ბიჭიკო ჩხაიძემ.
„მწვანე გურია“ მეთუნეს საქმიანობისათვის საჭირო დანადგარის შეძენაში დაეხმარა. 25 ათასად ღირებული დანადგარის შესაძენად 19,6 ათასი ლარი გამოუყო.
თამაზ ღლონტი სოფელ აკეთში ცხოვრობს და ცნობილი მეფუტკრეა. იგი 240-250 ოჯახ ფუტკარს უვლის და წარმატებული ფერმერია. იგი ძირითადად ჯარა სკას იყენებს. ხეზე საქმიანობისთვის ლაზერული ჭრის აპარატი სჭირდებოდა, რომლის შესაძენად 20 ათასი ლარი ესაჭიროებოდა. „მწვანე გურიამ“ დაუფინანსა წარმოდგენილი პროექტის ნაწილი _13 ათასი ლარი.
გაზეთი „ალიონი“კვლავ დაუბრუნდება პროექტ „მწვანე გურიას“ მიერ დაფინანსებულ პროექტების მიმდინარეობის გაცნობის საკითხს. აქ წარმოდგენილ ზოგიერთ ბენეფიციარს კვლავ ეწვევა.
მსგავსი სტატიები
- 86
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…
- 86
- 86
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 86
2025 წლის 9 ივნისს გაზეთ „ალიონის“ ვებგვერდზე (alion.ge) გამოქვეყნდა ინტერვიუ (ავტორი ნუგზარ ასათიანი), სახელწოდებით „ლაგის წევრი პროექტის „მწვანე გურია“ შესახებ“, რომელიც მოიცავს ერთი განაწყენებული რესპონდენტის ტყუილით და ცილისწამებით სავსე შეხედულებებს. ქალბატონი მარინა ჩიხლაძე, როგორც თავად არაერთგზის ამტკიცებს, „უსამართლოდ დატოვეს დაფინანსების მიღმა“. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, განვმარტავთ: ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე…
- 86
დღეს, 30 ივნისს, სინდისის პატიმრების პროცესის, ნიკა გვარამიას პროცესის და სხვა პროცესების გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტები სასამართლოს მანდატურებმა ეზოს შესასვლელთან შეაჩერეს და აპარატურა დაატოვებინეს. წინა დღეებში მათი რედაქტორები უშედეგოდ ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ პროცესების გადასაღებად ნებართვის მისაღებად ან იქნებოდა თუ არა მედიებისთვის ხელმისაწვდომი, ალტერნატივის სახით, თავად…