საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და „გლობალური ომის პარტია“ მიმაგრებს ზურგს. თურმე ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას – მივმართავ ირაკლი კობახიძეს: პოლიციელის ღირსების შელახვას „დიფ სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე, _ ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის საკუთარ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.
როგორც მზია ამაღლობელმა აღნიშნა, მთელი რიგი პოლიტიკოსები მის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
„ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება, თქვენი სასჯელი იქნება პროკურორებო! ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი იქნება, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული.
სამწუხაროდ, სასამართლომ, შუამდგომლობები არ დამიკმაყოფილა, რათა კითხვები დამესვა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჩემს დისკრედიტაციას ეწევიან. ისინი მომიხსენიებენ, როგორც დამნაშავეს, საუბრობენ, რომ აგენტი ვარ და „გლობალური ომის პარტია“ მიმაგრებს ზურგს, თურმე, ტრენინგებზე მასწავლიდნენ სილის გაწვნას, თურმე დავალება მომცეს, პოლიციის დაკნინებასა და სისტემის ჩამოშლაზე ვმუშაობდი, ათასი სიგიჟე და ბოდვა … არ გეგონოთ ამას შემთხვევითი პირები ამბობდნენ, ისინი ძალაუფლებაში არიან და მმართველ გუნდს წარმოადგენენ.
წინა სასამართლოზეც ვთქვი, რომ განსაკუთრებით კობახიძე აქტიურობს. მივმართავ ირაკლი კობახიძეს: პოლიციელის ღირსების შელახვას „დით სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციელის ღირსების შელახვას „დით სთეითი“ არ სჭირდება, თვითონ იქცევიან ასე. პოლიციის ღირსებას მაშინ შეილახა, როცა არ გამოიძიეთ ისეთი საქმეები, როგორიცაა გურამ როგავაზე, მაკა ჩიხლაძეზე, ალექსანდრე ქეშელაშვილზე, გიორგი შეწირულზე თავდასხმის გამოუძიებლობაა. რასაც მათ უკეთებენ, ესაა თავდასხმა.თავ-პირი დაულეწეთ ახალგაზრდებს და არც ეს საქმეები გამოიძიეთ.
ამიტომაც ძალიან მიჭირს და არაფერს ვამბობ იმ ღირსების შემლახველ ქმედებაზე, რაც პოლიციამ ჩაიდინა“, _ აღნიშნა ამაღლობელმა.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 64
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე… - 62
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის, ირაკლი შაიშმელაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. პასუხისგებაში მიცემული 16 პირიდან, მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილი იქნება გამონაკლისი, რომლის მიმართაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით… - 61
თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.… - 61
ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა _ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, _ ამის შესახებ 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს შეეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მზია ამაღლობელის საქმე და… - 60
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „სისხლის სამართლის“ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა. „ნამდვილად სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ…