გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.

„დღეს გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების და პოლიციელების ხსოვნას. მათ შორის 9 გმირის სიცოცხლე შეეწირა სამშობლოს დაცვას გურიის რეგიონიდან. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია გურიის რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

მსგავსი სტატიები

  • 73
    გიორგი ღურჯუმელიძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. სახელმწიფო რწმუნებული მემორიალთან მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი ღურჯუმელიძე გურიის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, გალაქტიონ ჩხიკვაძეს და შოთა გოგატაძეს სახლში ესტუმრა და გამარჯვების დღე მიულოცა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე…
  • 71
    გურიაში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგესგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას. ,,საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი ერთ - ერთი ყველაზე ტრაგიკული და მძიმე დღეა. 21 ქართველის სიცოცხლე…
  • 71
    გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 79 -ე წლისთავი აღინიშნაფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. გურიის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, გალაქტიონ ჩხიკვაძეს და შოთა…
  • 70
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგოგურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო…
  • 70
    საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა.საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპული გმირის ხსოვნას. ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და…