გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა.
შეხვედრაზე, გურიაში კულტურის სფეროს განვითარების კუთხით არსებულ ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ რეგიონების კულტურული პოტენციალის გაძლიერება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა და კოორდინაცია სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდება.
მსგავსი სტატიები
- 81
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 78
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 78
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. აღინიშნა, რომ გენერალური გეგმის მიზანია ქალაქის, როგორც ადმინისტრაციული, ეკონომიკური, ისტორიულ-კულტურული და ტურისტული ფუნქციის გაძლიერება, სოციალური ინფრასტრუქტურისა და სარეკრეაციო სივრცეების მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში,… - 77
- 77
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე, ასევე იმაზე, როგორ გაძლიერდეს კოორდინაცია და უწყებათშორისი თანამშრომლობა. გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, რომ ეფექტური კომუნიკაცია და ერთიანი მუშაობის ფორმატი აუცილებელია რეგიონის განვითარებისთვის და მოსახლეობის ინტერესებზე სწრაფი რეაგირებისთვის.
