ცესკო-ს განკარგულების თანახმად, 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის ნომერი 4 მიენიჭა პოლიტიკურ სუბიექტ „ქართველ ერთობას“, ნომერი 5 კი სუბიექტს „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. მანამდე ნომერი 4 ეკუთვნოდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ნომერი 5 კი „ნაციონალურ მოძრაობას“.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრის შესახებ ცესკო-ს განკარგულების მიხედვით, პოლიტიკურ სუბიექტებს მიენიჭათ შემდეგი საარჩევნო ნომრები:

№1 – „მამული, ენა, სარწმუნოება“;

№2 – „დემოკრატთა ალიანსი“;

№3 – „კონსერვატორები საქართველოსთვის“;

№4 – ქართველ ერთობა;

№5 -„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“;

№6 – „მესამე გზა“;

№7 – „თავისუფალი საქართველო“;

№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

№9 – ძლიერი საქართველო – ლელოს“;

N№10 − „მემარცხენე ალიანსი“;

№11 –„საქართველო“;

№12 – მწვანეთა პარტია;

№13 –„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“;

№14− „სახალხო ხელისუფლება“;

№25 − „გახარია საქართველოსთვის“;

№36 – გირჩი;

№41 – ქართული ოცნება.

ცნობისთვის, ცესკო-ში განაცხადეს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი არ გააკეთეს, რის გამოც საარჩევნო ნომრები არ შეუნარჩუნდათ.

 

მსგავსი სტატიები