ბახმაროს ტრადიციულ დოღში ოზურგეთელებმა მეორე და მესამე ადგილები დავიკავეს.
 დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული დოღი, ბახვის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
საცხენოსნო ღონისძიებაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ცხენოსანი იღებდნენ მონაწილეობას.
ბახმაროს დოღში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების საცხენოსნო სექციის სპორტსმენებმა თორნიკე თოდრიამ და ლუკა მჟავანაძემ მიიღეს მონაწილეობა და ყველაზე გრძელ დისტანციაზე 4800 მ ( მარულა) მეორე და მესამე ადგილები აიღეს. ( ცხენები : „ელსა“ და „ბაზალეთი“)
აქ გამარჯვებული ხარაგაულელი მხედარი ნიკა ფერაძე გამოვიდა.
ქართულ ჭიდაობაში „ბახმაროს ფალავანი“ ბათუმელი თამაზ ბედინიძე გახდა, ამ შეჯიბრის რამდეჯერმა გამარჯვებული ოზურგეთელი დიტო ტუღუში მეორე იყო. მკლავჭიდში კი ჯაბა ანთაძემ (ხულო) გაიმარჯვა.
ბახმაროში ტრადიციულ დოღს საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სხვა ოფიციალური, სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე არაერთი სტუმარი ესწრებოდა.
🥈II ადგილი
თორნიკე თორდია
🥉 III ადგილი
ლუკა მჟავანაძე

მსგავსი სტატიები

  • 89
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 86
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 85
    თორნიკე ხვედელიძის სახელობის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირიოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…
  • 84
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 83
    ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი ჭადრაკშისაჭადრაკო კლუბში დამთავრდა ოზურგეთის მუნიციპალური ჩემპიონატი 9 და 11 წლამდე ასაკის გოგონებსა და ჭაბუკებს შორის,რომელშიც 20-მდე მონაწილე იყო ჩართული. მონაწილეთა შორის იყო ისინიც, რომლებიც პირველად ღებულობდნენ მონაწილეობას ოფიციალურ შეჯიბრებაში. თავიდანვე უნდა ითქვას,რომ ახალბედებმა უკვე საკმაოდ გამოცდილ მექოქეებთან კარგად იასპარეზეს, რაც შედეგებშიც და თამაშის ხარისხშიც გამოიხატა.ამ მხრივ აღნიშვნას იმსახურებს სამწვრთნელო საქმიანობაში…

არ გამოტოვოთ