დღის განმავლობაში რამდენიმე საარჩევნო უბანი მოვინახულეთ.
შემოქმედის #60/21 საარჩევნო უბანში (თავმჯდომარე ნინო სადრაძე) 1992 ამომრჩეველია რეგისტრირებული. დღის 5 საათისთვის აქ 764 ამომრჩეველი, ანუ ამომრჩეველთა 39,7 პროცენტი გამოცხადდა.
როგორც „ძლიერი საქართველო _ლელოს“ წარმომადგენელმა ნინო შაფაქიძემ გვითხრა, დილით იყო ტექნიკური ხარვეზი, პრობლემა შეექმნა ხმის მისაცემი აპარატურის ნაწილს, რაც ტექნიკურმა პერსონალმა დროულად აღმოფხვრა.
აღნიშნული ნინო სადრაძემაც დაადასტურა, თუმცა მისივე თქმითაც ამით საარჩევნო პროცესს პრობლემა არ შექმნია.
ამ უბანში საარჩევნო პროცესის დადებითად წარმართვა „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ წარმომადგენელმა ეკატერინე სურგულაძემაც დაადასტურა.
სპეცჯგუფის წარმომადგენლის ნანა ღლონტის თქმით, გადასატანი ყუთით 26 ადამიანს მიაცემინა ხმა.
ცხემლისხიდის #60/39 საარჩევნო ოლქში (თავმჯდომარე ირმა გაგნიძე) ამომრჩეველთა რაოდენობა 1426 შეადგენს. დღის 5 საათისთვის აქ 615 ამომრჩეველი მივიდა (43,1 %).
ამის შემდეგ ირმა გაგნიძემ გვაცნობა, რომ გადასატანი ყუთით კიდევ 42 ამომრჩეველმა მისცა ხმა.
„მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგას“ წარმომადგენელმა ცირა სურმანიძემ გვითხრა, რომ საარჩევნო პროცესი ცხემლისხიდში ნორმალურად მიმდინარეობს.
1032 ამომრჩეველია ვაკიჯვრის საარჩევნო უბანში. აქ დღის 5 საათისთვის 440 ამომრჩეველი მივიდა (42,6%). ამის გარდა გადასატანი ყუთით 34 ამომრჩეველმა მისცა ხმა.
სოფელ მთისპირის #69/29 საარჩევნო უბანში (თავმჯდომარე ლოლა ბენიძე-ვაშალომიძე) 658 ამომრჩეველიდან 378 ამომრჩეველი იყო მისული. (57,4 %).
აქაც საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წარმომადგენელმა გივი სურგულაძემ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნუგზარ შავაძემ.
17 საათისათვის ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის უბნებზე 24 000 ამომრჩეველი მივიდა. საარჩევნო სიაში 57 ათასი ამომრჩეველია.
მსგავსი სტატიები
- 77
ქ. ოზურგეთის #060/5 საარჩევნო უბანში 2400-მდე ამომრჩეველია საარჩევნო სიაში. აქაც არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. _სიმშვიდეა. არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ნაკადი დიდია_ გვითხრა „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისათვის“ წარმომადგენელმა ეკა მუჯირმა. _ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. ამომრჩეველთა ნაკადი დიდია _გვითხრეს „ახალგაზრდული ინიციატივის“ და „მედია თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლებმა ია ქათამაძემ და მაია ართილაყვამ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხათუნა…
- 75
საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი/წევრი აირჩიეს. 193 ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების/წევრების არჩევა კანონმდებლობის შესაბამისად, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით წარმართა, დაინტერესებული მხარეები მაინც შეეცადნენ პროცესის დისკრედიტაციას.…
- 75
დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს. შეგახსენებთ,…
- 74
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 776 726 ამომრჩეველი მივიდა, რაც 22.22%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი - 72 443; თბილისი 238 992; კახეთი 70 441; მცხეთა-მთიანეთი - 20 903; ქვემო ქართლი - 83 448; შიდა ქართლი - 51 522; სამცხე-ჯავახეთი - 31 651; რაჭა…
- 73
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება იმ პირობებში, როცა ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ფაქტობრივად წაშლილია“. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, მათივე თქმით, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული დაკვირვებისას წინასაარჩევნო პერიოდის რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა. „მთავარ გამოწვევებს შორისაა:…