ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.

საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა აქვს. მჯერა, ჩვენს გუნდათან ერთად განვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩოხატაურისთვის და ჩოხატაურელებისთვის,“ – განაცხადა დავით შარაშიძემ.

სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.

მსგავსი სტატიები

  • 93
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩიესდღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)…
  • 86
    ურბანული ქაოსის აღსაკვეთადდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…
  • 81
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 81
    26 მაისს,ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება.საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება. ავტობუსები 26 მაისს დილიდან 20:00 საათამდე იმოძრავებს და მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს.
  • 80
    ოზურგეთის თვითმმართველობის შენობის ფასადზე პატრიარქის ბანერი განთავსდასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე ბანერი განთავსდა.