ვფიქრობ არამარტო ხელოვნების სასახლის, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოს კუთვნილება გახდა ექვსი მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერი. მათ შორისაა: საფრანგეთის სახელოვანი იმპერატორის ნაპოლეონ I-ის თორმეტსტრიქონიანი შესანიშნავი წერილი, თავად „ფრანგთა იმპერტორის“ კალიგრაფიითა და ხელმოწერით დამშვენებული! ასევე: ნეაპოლის მეფის, ნაპოლეონის სიძისა და მარშლის იოაჰიმ მიურატის კალიგრაფიით შესრულებული საყურადღებო წერილი და მსოფლიოში სახელგანთქმული დიდი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას ულამაზესი ხელწერით შექმნილი ძალიან საინტერესო ბარათი.. ეს წერილები გარდა იმისა, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ადამიანების შექმნილია და მსოფლიო საგანძურს წარმოადგენს – საქართველოსათვისაც უმნიშვნელოვანესი რელიკვიებია. ყველასთვის ცნობილია, რომ 1868 წელს დადიანები საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახს დაუნათესავდა, სწორედ ამ წელს სალომე დადიანი აშილ მიურატზე დაქორწინდა. აშილი კი ნაპოლეონის დის კაროლინა ბონაპარტის და თავად იმპერატორის უშუალო შთამომავალი იყო. ასე გაჩნდა საქართველოში, კერძოდ ზუგდიდში ნაპოლეონის უნიკალური ნიღაბი, ბონაპარტებისა და მიურატების იშვიათი მემორიალური ნივთები. აღარაფერს ვამბობ „სამი მუშკეტერის“ ავტორ ალექსანდრე დიუმაზე, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და შესანიშნავი მემკვიდრეობა დაგვიტოვა წიგნის „კავკასია“ სახით.

ეს ხელნაწერები საქართველოში კერძო პირის ხელში იყო, ნამდვილად დასანანი იქნებოდა მათი სახელმწიფო კოლექციის მიღმა დარჩენა. ამიტომ კულტურის მინისტრს თხოვნით მივმართე, მუზეუმმა კი მისგან მაშინვე მხარდაჭერა და თანადგომა მიიღო.. აქვე ვიტყვი, რომ ამ კეთილ წამოწყებას მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ, მავანს საქართველოს ეროვნული საგანძურის გამდიდრება იმდენად ეწყინა, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში ფალსიფიკაცაიასა და მანიპულაციას მიჰყო ხელი! თუმცა უშედეგოდ, დღეს ეს ძვირფასი ხელნაწერები საქართველოს კუთვნილებაა! მსოფლიოს ბევრი მუზეუმი და წიგნთსაცავი ვერ დაიკვეხნის ასეთი განძით! მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. აქვე ვიტყვი:- დაგეგმილი რეაბილიტაციისა და ხელნაწერებისათვის საჭირო პირობების შექმნის შემდეგ შეძენილი ნიმუშები ზუგდიდის დადიანების სასახლეებში გამოიფინება, მათი ავთენტურობა და ორიგინალურობა დადგენილია საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „International Autograph Auctions Europe SL”-ს მიერ, ამჟამად ხელნაწერები სათანადო ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების დაცვით მოთავსებულია ხელოვნების სასახლის შესაბამის საცავში! ვულოცავ საქართველოს ამ დიდ შენაძენს!

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ისტორიკოსი, მწერალი გიორგი კალანდია ავრცელებს.

მსგავსი სტატიები

  • 98
    როგორ გაძარცვეს გურულებმა ოსმალეთის ბანკი( მსოფლიო დონის აფიორა, რომელიც კრიმინალისტიკის გაკვეთილებზე ისწავლებოდა) ამბავი, რომელსაც ამჟამად მოგიყვებით, XX საუკუნის დასაწყისისთვის მეტისმეტად უჩვეულო იყო. ამიტომ, კარგა ხანს, კრიმინალისტიკის რუსულ სახელმძღვანელოებში მისი დეტალები განიხილებოდა, როგორც „არნახული აფიორის“ ნიმუში. უნდა ითქვას ისიც, რომ ოთხი გურული ფირალის მიერ სტამბოლში, ოსმალეთის ბანკის გაძარცვის ამბავი შემდგომში არაერთი სათავგადასავლო ფილმის სიუჟეტადაც კი…
  • 97
    „ჩვენთვის ფერიცვალობით მთავრდებოდა ფერადი გრძელი ზაფხული.“ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით. წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა. 19 -ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა…
  • 97
    უცხოელები რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ ლანჩხუთისა და გურიის ისტორიაში ღრმა კვალი დატოვეს.,, ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი“  გრ. რობაქიძე მე-19   საუკუნის საქართველოს ისტორიაში  ნათელ ფურცლებს წარმოადგენს  ინგლისელი ქართველოლოგების და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრების ის წლები , რომლებიც მათ შესწირეს  საქართველოს, ქართველი ხალხისმრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის შესწავლას,  ინგლისურენოვანი სამყაროსთვის მისი  რაც შეიძლება უკეთ გაცნობის  კეთილშობილურ  მიზანს.  და ძმა უორდროპები საქართველოს 1894 წლის…
  • 96
    ევერესტის დაპყრობა: ტრიუმფი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე1953 წლის 29 მაისს ახალი ზელანდიელი სერ ედმუნდ ჰილარი და ნეპალელი შერპა თენცინგ ნორგეი გახდნენ პირველი მთამსვლელები, რომლებმაც წარმატებით დაიპყრეს ევერესტი, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა (8,848.86 მეტრი). მათი მიღწევა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ მონუმენტად იქცა და დღემდე ადამიანის შეუპოვრობის ტრიუმფს განასახიერებს.  ევერესტის მწვერვალზე ასვლა არ იყო მხოლოდ ფიზიკური შრომის შედეგი, ეს…
  • 92
    „გურული სიმღერა უნიკალური ფენომენია, რაც სულის საზრდოა ჩემი!“ბადრი ინგოროყვა _ბიოლოგი, ხელოვანი, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის ბავშვთა საერთაშორისო ცენტრის დირექტორი,მთამსვლელი. პირველი, ცნობილი ჟურნალისტის, ეთერ ქადეიშვილის (ამჟამად სქიმ მონაზონი დედა ეკატერინე) წიგნი „ელესა“ გადავფურცლეთ  და   წლების წინ ბადრი ინგოროყვასთან ჩაწერილი ინტერვიუ „სიმღერა _სულის საზრდო!“ წავიკითხეთ: * * * „_ რა არის სიმღერა ბადრისთვის? _გურული სიმღერა უნიკალური ფენომენია, რაც სულის საზრდოა…