2025 წლის 28 ნოემბერს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გაიხსნა გურიის რეგიონის მხატვართა შემოქმედებითი კავშირისა და ცენტრის მიერ ორგანიზებული რეგიონის მხატვართა ,,საშემოდგომო გამოფენა“.

გამოფენა უკვე მეთეთმეტედ გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ოცდახუთი მხატვრის სამოცდაათამდე ნამუშევარი.
ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, ცენტრის 35 წლიანმა არსებობამ და უწყვეტმა საგამოფენო პროცესმა, შექმნა რეგიონში ის თავისუფალი სივრცე ჯგუფური თუ პერსონალური გამოფენებისთვის, რამაც მისცამხატვრებს საშუალება, ადგილზე წარუდგინონ მათი შემოქმედება დამთვალიერებელს.
მნიშვნელოვანია რომ, სწორედ ამ გამოფენების წყალობით მხატვრები ინარჩუნებენ ცოცხალ შემოქმედებით მუხტს და ქმნიან პროფესიულ ერთობას.
დამთვარიელებლებს სიტყვით მიმართეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა – გრაფიკოსმა ავთანდილ თავართქილაძემ,გურიის რეგიონის შემოქმედებითი კავშირის თავჯდომარემ თამაზ დარჩიამ,მხატვრებმა ვახტანგ მამეიშვილმა(ოზურგეთი) და მარინა ჭყონიამ(ლანჩხუთი).
_ეს გამოფენა წლის ნამუშევრის ერთგვარი შეჯამებაა. აქ წარმოდგენილი მხატვრებიდან ზოგი პირველად მოვიდა გამოფენაზე თავისი ნამუშევრებით და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ყოველ წელს ჩვენი გამოფენა არის ახალ-ახალი ნამუშევრების წარმოდგენა გალერეაში. ყოველ წელს ახალი სახეები გვყავს და ეს გვახარებს. იზრდება ჩვენი კავშირი. ახალი სახეები იცნობენ ერთმანეთს, დგებიან ერთმანეთის გვერდით, იზრდება კულტურა…ამიტომ არის, რომ დღეს საინტერესო, იმავდროულად განსხვავებული გამოფენის მოწმე გავხდით, _ თქვა თამაზ დარჩიამ.
გამოფენა გრძელდება.
მსგავსი სტატიები
- 65
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 65
ავტორი გია ბეშიტაიშვილი (წერილი მეცამეტე-მეთოთხმეტე) მოსკოვის მაქსიმ გორკის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკის «შესტიგრანიკის» ყველაზე დიდი დარბაზში, რომელიც 3000-მდე ადამიანზე იყო განკუთვნილი, ჩვენ ვიმუშავეთ 22.10.1973 წლიდან – 02.11.1975 წლამდე. იხ. სურათი. ამ ორ წელიწადში ყოველგვარი ტელევიზიის და რადიოს გადაცემების გარეშე, ჩვენ … - 64
- 63
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ…
