სურსათის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, სააგენტოს უფროსად გიორგი იაკობაშვილი დაინიშნა.
ეს ადგილი ვაკანტური სეს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ჩეკურიშვილის გარდაცვალების შემდეგ გახდა, რომელიც უწყებას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება გიორგი იაკობაშვილს, 2016 წლიდან დღემდე ის სააგენტოში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მცენარეთა დაცვის მიმართულებით აგრარულ მეცნიერებაში დოქტორის ხარისხის მფლობელი გიორგი იაკობაშვილი, სეს-ში მისვლამდე სხვადასხვა დროს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობდა:
2014-2016 წ.წ. – USAID/REAP „საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი”-ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარების მენეჯერი
2010-2014 წ.წ.- სასოფლო-სამეურნეო მომსახურების მიმართულების მენეჯერი/პროექტის მრჩეველი აგრობიზნესის საკითხებში (USAID-ის მიერ დაფინანსებულ ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) პროექტის სოფლის მეურნეობის კომპონენტი)
2006–2010 წ.წ.- აგრობიზნესის განვითარების პროექტი (ADA) ფონდი ათასწლეულის გამოწვევა – საქართველო (Millennium Challenge Georgia Fund) საწარმოო ჯაჭვის განვითარების დირექტორი
2005 -2006 წ.წ. – შპს „ვივა“ – კომერციული დირექტორი
2004 -2005 წ.წ. – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
2002–2004 წ.წ. – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
2001-2002 წ.წ. – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ ვარკეთილის ღვინის ქარხნის კომერციული დირექტორი
1994–1997 წ.წ. – თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს დაგეგვმისა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი.
მსგავსი სტატიები
- 80
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ… - 79
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის… - 75
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები… - 75
სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის… - 75
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…