აკრძალვა ძალაში 1 იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა კობახიძის გადაწყვეტილება აღნიშნული აკრძალვის შესახებ 31 დეკემბერს გამოქვეყნდა. აღნიშნული რეგულაცია თავდაპირველად 2025 წლის 1 მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო, შემდეგ 2026-მდე გადაიდო, ახლა კი 2027 წლამდე გადავადდა.
ავტოსადგურისა და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების ტექნიკურ რეგლამენტში 2024 წელს რამდენიმე ცვლილება შევიდა, მათ შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვით, ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებებს შორის სამგზავრო გადაყვანისას გამოიყენება მხოლოდ M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა.
2025 წლის 31 დეკემბერს გამოიცა კიდევ ერთი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თბილისი-ბათუმის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსებისთვის წესები ძალაში შედის 2027 წლის 1 ივნისიდან, ხოლო სხვა საქალაქთაშორისო ხაზებისთვის – 2027 წლის 1 დეკემბრიდან.
მსგავსი სტატიები
- 68
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, შორ მანძილზე მხოლოდ ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეფორმის გადავადება, დაკავშირებულია გადამყვანებისთვის ავტოპარკის განახლებისთვის საჭირო დროის მიცემასთან. სააგენტოს განმარტებას უცვლელად გთავაზობთ: „2026 წლის 1 იანვრიდან, მგზავრთა გადაყვანა დიდ ქალაქებსა და 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, მხოლოდ M3 კატეგორიის,… - 66(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 64
- 63
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „აი ფაქტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო" ისტორიის შესახებ, „არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის“ გაგრძელება. სატრანსპორტო სააგენტო აღნიშნავს, რომ გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში - ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი… - 61

