შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის,  თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის  დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების  უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის  ბრალდებით 5 პირი სხვადასხვა დროს დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი ბინების  ჩხრეკისას, ასევე, მათ  მიერ მითითებული  ადგილებიდან,  სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება,  ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის:  „ჰეროინი“, „ამფეტამინი“,  „მეთადონი“,  „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, გამომშრალი „მარიხუანა” და ფსიქოტროპული ნივთიერება – „პრეგაბალინი“.

ერთ-ერთი დაკავებულისგან   საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლების მიერ , ასევე,  ამოღებულია  უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი  და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე,  262-ე  და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს,  რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები

  • 89
    პოლიციამ ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი სახოკიას ბრიფინგი:  შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც  ინტენსიურად  განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე,  უცხო ქვეყნის მოქალაქეები.  დაკავებულებს…
  • 89
    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია – ამოღებულია  განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო…
  • 88
    პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1971…
  • 84
    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, მათ შორის 209 ძირი მცენარე „კანაფი“ - დაკავებულია 7 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის, კახეთის, გურიის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო…
  • 82
    პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული…