გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთში შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალი ოფისი გახსნა.
ახალი ადმინისტრაციული სივრცე სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. მოწყობილია ავტობუსების სადგომი და სამრეცხაო ზონა, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. შექმნილი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო, სტაბილურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
მუნიციპალიტეტმა 2024 წელს, საქართველოს მთავრობა-ის მხარდაჭერით, შეიძინა 5 ახალი Isuzu-ს მარკის ავტობუსი. თითოეული მათგანი გათვლილია 21 მგზავრზე და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ამავე სივრცეში განთავსდება მერიის ბალანსზე არსებული ნაგავმზიდი ავტომობილები და სპეციალური ტექნიკა, რაც მუნიციპალური სერვისების ეფექტიან მართვას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
მსგავსი სტატიები
- 68
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია… - 68
- 68
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 67
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ჯურუყვეთის, სუფსისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით. პროექტების საერთო ღირებულება შეადგენს 4 816 953 ლარს. - 67
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ლანჩხუთში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესს ადგილზე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი გაეცნენ. ქალაქ ლანჩხუთში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების არსებული ამორტიზებული მაგისტრალური და გამანაწილებელი…
